სტიპენდიის მოპოვება

სტიპენდიები

მიიღე სტიპენდია საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად !

 ისარგებლეთ საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი სტიპენდიით, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე. პროგრამის მხარდაჭერა გამოიხატება  განათლების საერთაშორისო ცენტრის, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსის ერთობლივ ფინანსურ უზრუნველყოფაში.

სტიპენდიის მინიჭებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ :
http://iec.gov.ge/4268

საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა გამარჯვებულ კონკურსანტებს უზრუნველყოფს:
●    ყოველთვიური სტიპენდიით
●    ადგილით საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში 
●    ფრანგულ უნივერსიტეტში რეგისტრაციის ხარჯებისგან განთავისუფლებით
●    ჯამნრთელობის დაზღვევით
●    ადმინისტრაციული მხარდაჭერით უნივერსიტეტში რეგისტრაციისას და ვიზის მისაღები პროცედურების გავლისას (http://www.ambafrance-ge.org/Visas-de-long-sejour-Constitution ).
 
√  წარადგინეთ თქვენი კანდიდატურა ეიფელის სტიპენდიის მოსაპოვებლად ფრანგულ უნივერსიტეტებში მაგისტრატურის (ყოველთვიური სტიპენდია, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოგზაურების ხარჯების დაფარვა) ან დოქოტრანტურის (ყოველთვიური სტიპენდია, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოგზაურების ხარჯების დაფარვა) საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ : http://www.campusfrance.org/fr/eiffel
 
√    შეუერთდით ევროპის კოლეჯს, ევროპული სწავლების მსოფლიოში აღიარებულ კოლეჯს, ევროკომისიის სრული დაფინანსებით !
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე : https://www.coleurope.eu/fr/conditions-dadmission/bourses-detudes

თეოლოგიის სტიპენდიები

თეოლოგიის სფეროში სასწავლო სტიპენდიების პროგრამა განკუთვნილია საფრანგეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული თეოლოგიური სწავლებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის, უპირატესად კი რელიგიური პირებისათვის. პროგრამა ეხება ნებისმიერი რეგლიგიური კონფესიის წარმომადგენელს გამონაკლისის გარეშე.
http://www.campusfrance.org/fr/bourses-theologie

√    მიიღეთ ინფორმაცია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF)  სასწავლო და სტაჟირების სტიპენდიებთან დაკავშირებით, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ისწავლოთ / იმუშაოთ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ სხვა ფრანკოფონ ქვეყნებშიც !

იხილეთ ინფორმაცია ვებგვერდზე : https://www.auf.org/
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ადგილობრივი ბიურო :
ჭავჭავაძის გამზირი 39
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-5 კორპუსი, ოთახი
tamar.garibashvili@auf.org

გსურთ მიიღოთ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში ან სრული ხარისხის პროგრამებში ერაზმუსის დაფინანსებით და სწავლა განაგრძოთ საფრანგეთში? დაუკავშირდით თქვენი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ან ერაზმუს +-ის წარმომადგენლობას საქართველოში სასტიპენდიო პროგრამის ფორმალობებთან დაკავშირებული შეკითხვებით:

ტელ: +995 322 147 139
erasmus.georgia@gmail.com
ოთარ ჩხეიძის ქ. #5, 0186, თბილისი, საქართველო
http://erasmusplus.org.ge/


დამატებით სასტიპენდიო შემოთავაზებების გასაცნობად ეწვიეთ კამპუს ფრანსის ონლაინ კატალოგს: "კამპუს ბურსი"