ანიმაციები

ფრანგულ ენაზე სასაუბრო კლუბი


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს ფრანგი მოდერატორის მიერ წარმართულ შეხვედრა-დებატებს, სადაც ნებისმიერს შეუძლია დახვეწოს მოლიერის ენა მეგობრულ გარემოში. ღონისძიება უფასოა და განკუთვნილია მედიათეკის მკითხველებისთვის.

 

ლიტერატურული შეხვედრები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გთავაზობთ შეხვედრა-დებატებს
ფრანგი ავტორების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში.
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია.




 


გასართობი აქტივობები პლანშეტებზე

გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის პლანშეტის გამოყენებით
ფრანგულ ენაზე 3 წლის ასაკიდან. 
სავალდებულოა წინასწარი ჩაწერა. ერთი ანიმაციის ფასი ერთი ბავშვისთვის: 10 ლარი.
ღონისძიებაზე ჩასაწერად გთხოვთ, დარეკოთ მედიათეკაში: 292 33 04.

დროებით შეჩერებულია.

ზღაპრების ინტერაქტიული კითხვა ონლაინ


ციფრული ბიბლიოთეკის - კულტურთეკის გამოყენებით
და გასართობი აქტივობები 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სავალდებულოა წინასწარი ჩაწერა. ერთი ანიმაციის ფასი ერთი ბავშვისთვის 10 ლარი.
ღონისძიება ჩატარდება:
შაბათობით, 11 სთ
ღონისძიებაზე ჩასაწერად გთხოვთ დაუკავშირდეთ ქ-ნ ნინო შუბითიძეს
პარასკევს 13 სთ-მდე
nino.shubitidze@institutfrancais.ge
დროებით შეჩერებულია.

მედიათეკის აღმოჩენა


მედიათეკა სთავაზობს სკოლის პედაგოგებს, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში 
"მედიათეკის აღმოჩენა", რომელსაც ატარებს ჩვენი ბიბლიოთეკარი. 
ანიმაცია განკუთვნილია ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად იმისა, სწავლობს თუ არა ფრანგულ ენას.
გვეწვიეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად და აღმოაჩინეთ მედიათეკა!
ღონისძიება გრძელდება 1სთ30წთ და მოიცავს: 
მედიათეკის დათვალიერებას, თამაშს და დოკუმენტურ ძიებას.
ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში,
მიიღებენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში ჩაწერის ერთწლიან ბარათს.
ღონისძიების ფასია 60 ლარი

დოკუმენტური ძიება


მასწავლებლის მიერ წინასწარ შერჩეული თემის მიხედვით, მედიათეკარი  უხსნის მოსწავლეებს, როგორ გაიარონ დოკუმენტური ძიების 6 ეტაპი:
საძიებო თემის განსაზღვრა საბაზო ინფორმაციის შეგროვება საჭირო დოკუმენტების ტიპების განსაზღვრა დოკუმენტების მოძიება ბიბლიოგრაფიის შედგენა. დასასრულ, მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს.
ღონისძიება გრძელდება 2 საათს და შეიცავს სამხარს. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, მიიღებენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში ჩაწერის ერთწლიან ბარათს.
ღონისძიების ფასია 60 ლარი.