მსოფლიო კინო ფაბრიკა

 

ფრანგული ინსტიტუტის კინოფაბრიკი პროგრამის მიზანია წაახალისოს სამხრეთის ქვეყნების ახალგაზრდა კინემატოგრაფის წვდომა საერთაშორისო ბაზარზე. 2018 წელს, კინოფაბრიკა 10 წლის ხდება !


სამხრეთის ქვეყნების ახალგაზრდა შემოქმედთა საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მხარდაჭერის მიზმით, ფრანგული ინსტიტუტის მიერ, « France Médias Monde »-თან თანამშორმლობითა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, შეიქმნა პროფესიონალებისთვის განკუთვნილი პროგრამა « მსოფლიო კინოს ფაბრიკა ». ფესტივალსა და ფილმების ბაზრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით აღნიშნული პროგრამა, ფესტივალი საკუთარ პროდიუსერებთან ერთად იწვევს ათ რეჟისორს, რომლებიც თავიანთ პირველ ან მეორე სრულმეტრაჟიან ფილმს იღებენ. აღნიშნული პროგრამის წყალობით, ახალგაზრდა რეჟისორები და პროდიუსერები სარგებლობენ მათი პროექტისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამის დახმარებას იღებენ. 

წელს 11-დან 22 მაისამდე, კანის კინოფესტივალის მსვლელობისას გამართული მსოფლიო კინოს ფაბრიკის ათიდან ერთი მონაწილე ქართველი რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილიც იყო.


ინფორმაცია თინათინ ყაჯრიშვილის პროექტის შესახებ :
https://www.lescinemasdumonde.com/fr/edition/2016/projet/citizen-saint

ინფორმაცია "მსოფლიო კინოს ფაბრიკის" შესახებ:
www.lescinemasdumonde.com