ფრანკოფონია 2022

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო და ბელგიის საელჩო, მთელი მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებებთან ერთად.


20 მარტი, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელ წევრ ქვეყანაში.

ფრანკოფონიის თვე 2022 წელს ტრადიციულად ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით.

წლევანდელი პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომლებიც ჩატარდება ონლაინ ფორმატში, მათ შორის:

-ვებინარი, მრგვალი მაგიდა, გამოცდილების გაზიარების სხვადასხვა პლატფორმა ფრანგული ენის პედაგოგებისთვის;
-გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის;
-განათლების გამოფენა კამპუს ფრანსის ეგიდით «აირჩიე სწავლა საფრანგეთში»;
-ფრანგულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმანების პრეზენტაცია;
-ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენებები ონლაინ და კინოთეატრებში;
-ანიმაციები ბავშვებისთვის.


ფრანკოფონია 2022-ის ფარგლებში, ტრადიციულად, იმართება კონკურსები მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.


ჩამოტვირთეთ ფრანკოფონია 2022-ის პროგრამა (განახლების თარიღი: 12.04.2022)

იხილეთ ფრანკოფონია 2022-ის კონკურსები 

იხილეთ ფრანკოფონია 2022-ის აფიშა