ფრანოფონია 2021

Francophonie 2021 affiche

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო და ბელგიის საელჩო, მთელი მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებებთან ერთად.


20 მარტი, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელ წევრ ქვეყანაში.

ფრანკოფონიის თვე წელს ჩატარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით.

წლევანდელი პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომლებიც ჩატარდება ონლაინ ფორმატში, მათ შორის:

- ონლაინ კონფერენცია ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თემაზე: « ფრანგული ენა, ენა რომელიც გვაახლოებს »;
- გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის;
- განათლების გამოფენა კამპუს ფრანსის ეგიდით «აირჩიე სწავლა საფრანგეთში»;
- ფრანგულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმანების პრეზენტაცია;
- ფრანგულენოვანი ფილმების ონლაინ ჩვენებები;
- ანიმაციები ბავშვებისთვის.

ფრანკოფონია 2021-ის ფარგლებში, ტრადიციულად, იმართება კონკურსები მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.

პროგრამა განახლდა 2021 წლის 18 მარტს.
ჩამოტვირთეთ ფრანკოფონია 2021-ის პროგრამა 

იხილეთ ფრანკოფონია 2021-ის კონკურსები