უნივერსიტეტები


უმაღლესი სასწავლებლები საქართველოსა და საფრანგეთში მსგავს სისტემას ექვემდებარებიან. ორივე ქვეყანა მონაწილეობს ბოლონიის პროცესში, რაც აადვილებს ქართველი სტუდენტებისათვის საფრანგეთში ადმინისტრაციული საფეხურების გავლას უნივერსიტეტებში მოსახვედრად. ფრანგული სასწავლებლები გასცემენ იმავე ტიპისა და ვალიდურობის დიპლომებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტოანტურა, სპეციფიური დიპლომები) რაც გაიცემა საქართველოში. საფრანგეთსი ასევე გაიცემა პროფესიული დიპლომები, მოკლევადიანი კურსების გავლის მსურველთათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დიპლომებზე
 

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სასწავლებელი
 

საფრანგეთში არსებობს ორი ტიპის სასწავლებელი: უნივერსიტეტები და "უმაღლესი სკოლები", თუმცა ორივე სასწავლებელი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომებს გასცემს. (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორატურა) ყველაზე დიდი განსხვავება მათ შორის სასწავლებლებში ჩაწერის პირობებში აისახება (იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმული). მეორე განსხვავბა არის ის რომ უნივერსიტეტებში პროგრამების უფრო ფართო შემოთავაზებაა, მაშინ როდესაც უმაღლესი სკოლები ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე აკეთებენ აქცენტს. 


საფრანგეთის უმაღლესი განათლების სისტემაზე ინფორმაციისთვის, იხილეთ საფრანგეთის განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდი
საფრანგეთში სხვადასხვა კურსებზე ინფორმაციისთის, იხილეთ Campus France ის კურსების ინტერნეტ კატალოგი




უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები



უმაღლესი განათლების სისტემის სქემა:
























უნივერსიტეტები


საფრანგეთში 83 სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც დისციპლინების სრული სპექტრია წარმოდგენილი.

უნივერსიტეტებში წარმოებს ძირითადი კვლევით საქმიანობა და სწავლების დონე ყოველ მათგანში მაღალია. ნობელის პრემიები უკანასკნელ ხანებში საფრანგეთის მეცნიერების სფეროში უნივერსიტეტის მუშაკებს მიენიჭათ . 2014 წელს ნობელის პრემია ეკონომიკაში ფრანგ მეცნიერს, ჟან ტიროლს გადაეცა.

83 სახელმწიფო უნივერსიტეტის სია

 

მენეჯმენტის სკოლები

საფრანგეთში ბიზნესისა და მართვის 230-მდე სკოლა არსებობს , რომლებსაც სავაჭრო და სამრეწველო პალატები მართავს ან კერძო სექტორს მიეკუთვნებიან . მათ მიერ გაცემული ეროვნული დიპლომები სახელმწიფო დიპლომებია და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მენეჯმენტის სკოლებში ბევრი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

 

საინჟინრო სკოლები

 

საფრანგეთში 250-ზე მეტი საინჟინრო სკოლაა, სადაც საინჟინრო მეცნიერებების ყველა სფერო ისწავლება. ყოველი მათგანი კონკრეტულ სფეროშია სპეციალიზებული . საინჟინრო სკოლებში მიღება ხდება დოსიეების შერჩევის, გამოცდის ან კონკურსის საფუძველზე.

 

პროგრამა n+i : პროგრამა უცხოელი სტუდენტებისათვის

  


ქსელი n+i 70-ზე მეტ ფრანგულ საინჟინრო სკოლას აერთიანებს.

  • სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სამეცნიერო ტექნოლოგიურ სწავლებებს.
  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განხრით სასწავლო პროგრამებს (სამაგისტრო n+i),
  • მენეჯმენტისა და მართვის კურსებს
  • უცხო ენების სასწავლო პროგრამას (ფრანგული, ინგლისური სავალდებულო და მშობლიური ენის გამოყენების შესაძლებლობა).

დამატებითი ინფორმაციისთვის



ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლები

 

  • ხელოვნების სკოლები

 

საფრანგეთში ხელოვნების უმაღლესი ან გამოყენებითი ხელოვნების სკოლები სახელმწიფო დაწესებულებებია, რომლებიც ეროვნულ დიპლომებს სწავლების სამი და ხუთი წლის შემდეგ გასცემენ. არსებობს ასევე კერძო სკოლები და სავაჭრო პალატის დაქვემდებარებაში არსებული სკოლები, რომლებიც საკუთარ დიპლომებს გასცემენ. აღნიშნულ სკოლებში მიღება ხდება შერჩევის შედეგად (დოსიეების შერჩევა, კონკურსი ან გასაუბრება).

  • ქსელი CampusArt

ვებგვერდი www.campusart.org გაგაცნობთ საბაკალავრო, სამაგისტრო 1 და სამაგისტრო 2 პროგრამებს ხელოვნების, ხელოვნების თეორიისა თუ ხელოვნების მართვის დარგში. აღნიშნული ვებგვერდი გთავაზობთ განაცხადის ონლაინ, გაკეთების საშუალებას (მომსახურება უფასოა).

  • არქიტექტურის სკოლები

განათლება არქიტექტურის დარგში დიპლომების ევროპული სქემის ფარგლებში მიმდინარეობს (LMD, ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტოქტორატურა). კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არქიტექტურის ოცი უმაღლესი სკოლა მეექვსე სასწავლო წლის დახურვისას არქიტექტურაში სპეციალიზაციისა და გაღრმავებული ცოდნის დიპლომებს გასცემს. ასევე გაიცემა პროექტზე საავტორო უფლების ქონის დამადასტურებელი საბუთი. (HMONP).
არქიტექტურის სკოლების სია ENSA


ჩარიცხვის პროცედურა



სხვა დაწესებულებები

 

  • „უმაღლესი სკოლები“

 

უმაღლესი სკოლები აერთიანებს შემდეგ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს : საინჟინრო და მენეჯმენტის სკოლებს , ასევე უმაღლესი სკოლის (ENS), პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტებს (IEP), ვეტერინარულ და სხვა პროფილის სკოლებს . აღნიშნულ სკოლებში მიღება ხდება შერჩევის წესით და ისინი დაახლოებით 30 000 უცხოელი სტუდენტს აერთიანებს. კურსდამთავრებულებს ასპარეზი ეხსნებათ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. „უმაღლესი სკოლები“ ძირითადად მაგისტრის დიპლომს გასცემენ. უმაღლეს სკოლებში სასწავლო პროცესი, როგორც წესი, ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

კაშანის უმაღლეს სკოლაში სტიპენდიის მიღების შესაძლებლობები

 

  • სპეციალიზირებული სკოლები

ფრანგული გასტრონომია, სასტუმროები, კინო და მოდა მსოფლიოში ცნობილია .

მომავალ სტუდენტებს სხვადასხვა სპეციალიზებული სკოლები სთავაზობენ სასწავლო პროგრამებს ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში და ასევე კომიქსების, ანიმაციური კინოს, ვიდეოთამაშების, ფოტოგრაფიის, სასცენო ხელოვნების, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციის, პარამედიცინის, სოციალური სამსახურის და ა.შ. განხრით.

დაწესებულებებში გაიცემა სახელმწიფო დიპლომები ან სერტიფიკატები. სწავლის ხანგრძლივობა ორიდან წლიდან ხუთ წლამდე. მიღება ხშირ შემთხვევაში წარმოებს კონკურსის ან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოსიეს შესწავლის საფუძველზე.

 

 

უმაღლესი სასწავლებლები საქართველოსა და საფრანგეთში მსგავს სისტემას ექვემდებარებიან. ორივე ქვეყანა მონაწილეობს ბოლონიის პროცესში, რაც აადვილებს ქართველი სტუდენტებისათვის საფრანგეთში ადმინისტრაციული საფეხურების გავლას უნივერსიტეტებში მოსახვედრად. ფრანგული სასწავლებლები გასცემენ იმავე ტიპისა და ვალიდურობის დიპლომებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტოანტურა, სპეციფიური დიპლომები) რაც გაიცემა საქართველოში. საფრანგეთსი ასევე გაიცემა პროფესიული დიპლომები, მოკლევადიანი კურსების გავლის მსურველთათვის.