ჩარიცხვა სამაგისტრო პროგრამებზე

მიღების პროცედურები მაგისტრატურის საფეხურზე

მართალია, რომ მაგისტრატურის საფეხურის პროგრამების უმრავლესობაზე მისაღბი გამოცდები არ ბარდება ? - დიახ!

ჩაწერის პროცედურას   ლისანს 3-ზე (ბაკალავრიატი),  მაგისტრატურა 1-სა და 2-ზე და დოქტორანტურაზე, ასევე ენის ცოდნის სავალდებულო დონეს,  თითეული უნივერსიტეტი თავად ადგენს და პირდაპირ იმართება კანდიდატისა და მის მიერ არჩეული დაწესებულების  მიერ.
თითოეული სასწავლო დაწესებულება თავად ადგენს მიღების კრიტერიუმებს, სტუდენტის მიერ მიღებული განათლებისა და დაგეგმილი სწავლების მოთხოვნების მიხედვით. აქედან გამომდინარე, აუცილებლად წინასწარ უნდა გაიაროთ კონსულტაცია მიღების პირობების შესახებ იმ დაწესებულებებთან, სადაც განაცხადის გაკეთებას აპირებთ.


პირველი კონტაქტის დასამყარებლად ძალზედ მოსახერეხებელია ეწვიოთ ვებგვერდს, რომელიც თითქმის ყველა ფრანგულ სასწავლო დაწესებულებებას გააჩნია (ყველა მათგანი ჩამოთვლილია ჩვენს კატალოგში).

სტატუსების მიხედვით დაჯგუფებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კატალოგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე :  www.campusfrance.org