TEF

TEF: ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი

ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი

პარიზის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ შედგენილი და გავრცელებული ტესტი ეს არის საერთაშორსო დონეზე აღიარებული ტესტი, რომელიც განსაზღვრავს ფრანგული ენის ფლობის კომპეტენციებს. როგორც ზუსტი, სანდო და ობიექტური იარაღი, TEF გამოგადგებათ უმაღლესი განათლების მისაღებად ან კანადაში ემიგრირებისთვის (აღნიშნული გამოცდა აღიარებულია კანადის ფედერალური მთავრობის მიერ ამ ქვეყანაში იმიგრაციის კანდიდატების ლინგვისტური ცოდნის დონის შეფასებისას).

ვისთვის?

TEF-ის გამოცდაზე გასვლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 16 წელი და სურს შეაფასოს ფრანგული ენის ცოდნის რეალური დონე. მისი გამოყენება შესაძლებელია:
- უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად (საფრანგეთი)
- ფრანკოფონულ ქვეყანაში ემიგრირებისთვის (კანადა, კვებეკი)
- მოქალაქეობის მისაღებად (კანადა, საფრანგეთი)
- პროფესიული თუ პირადი მიზნებისთვის

გამოცდების აღწერა

ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი შედგება ორი ნაწილისგან:

კითხვარის ტიპის ტესტი (QCM), რომელიც შედგება სამი, ერთმანეთისგან განუყოდელი ნაწილისგან:

წაკითხულის გაგება (CE) - 60 წთ - 50 კითხვა - 300 ქულა
მოსმენილის გაგება (CO) - 40 წთ - 60 კითხვა - 360 ქულა
ლექსიკა და სტრუქტურა (LS) - 30 წთ - 40 კითხვა - 240 ქულა

დამატებითი გამოცდები :

წერილობით აზრის გამოხატვა (EE) - 60 წთ - 2 განსახილველი თემა - 450 ქულა
ზეპირად აზრის გამოხატვა (EO) - 15 წთ - 2 განსახილველი თემა - 450 ქულა

გამოცდაზე ჩაწერა


გამოცდაზე ჩაწერა შესაძლებელია საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში (დავით აღმაშენებლის გამზ. 75). კანდიდატმა ჩაწერისას უნდა წარმოადგინოს
  • შევსებული სარეგისტრაციო ბარათი 
  • პასპორტი ან პირადობის მოწმობა
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის 1 ფოტოასლი (იმ გვერდის, სადაც დატანილია პირადი მონაცემები და ფოტოსურათი)
  • ორი ფოტოსურათი.
  • გამოცდის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე . გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი, გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა". 

გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.

იხილეთ ტარიფები


შემდეგი სესია

თებერვალი
TEF
 / TEF Canada / TEF Naturalisation: 2019 წლის 14 თებერვალი
გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ფორმატით.
გამოცდაზე ჩაწერა: 2019 წლის 31 იანვრის 18სთ30წთ-მდე. 
გამოცდები ჩატარდება საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.

აპრილი
TEF
 / TEF Canada / TEF Naturalisation: 2019 წლის 18 აპრილი
გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ფორმატით.
გამოცდაზე ჩაწერა: 2019 წლის 11-29 მარტი (რეგისტრაციის დასასრული - 29 მარტი 18სთ30წთ) 
გამოცდები ჩატარდება საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.

დეტალური ინფორმაცია 

პედაგოგიური რესურსები