ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა – “ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში”, ითვალისწინებს ფრანგული ენის გასვლით გაკვეთილს მუზეუმის ექსპოზიციაში, სადაც ნასწავლი მასალის გამეორება და გამტკიცება ხდება. გაკვეთილის თემა – “ფერები და ცხოველთა სამყარო”, ეფუძნება ნ. ფიროსმანის ნამუშევრებს და შეესაბამება ფრანგული ენის ცოდნის A1 დონეს. სახალისო დავალებებისა და სავარჯიშოების შესრულებისას მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ფრანგულ ენაზე ისაუბრონ აღნიშნულ თემებზე და იმსჯელონ ხელოვნების ნიმუშებზე.

პროგრამა განკუთვნილია 7-13 წლის მოსწავლეებისთვის

თემა: ფერები და ცხოველთა სამყარო 

გაკვეთილის სტრუქტურას შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ პედაგოგის მეგზურში (ხელმისაწვდომია ასევე ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე  www.museum.ge )

ჩამოტვირთეთ პედაგოგის მეგზური

იხილეთ ინტერაქტიული სავარჯიშოები

Activité 1 - Qu'y a-t-il au musée ?

Activité 2 - Comportement au musée

ACTIVITÉ C - Exercice 1 - LE CERF

ACTIVITÉ C - Exercice 2 - LE CHIEN

ACTIVITÉ D - Comment « parlent » les animaux ?

Fiche mémoire - Les parties du corps des animaux - LE CHAT

Fiche mémoire - Les parties du corps des animaux - LE PERROQUET





გაკვეთილის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი 
ჩატარების დრო: პარასკევი, 10:00-დან 16:00-მდე
ადგილი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ.11
გაკვეთილის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ფრანგულ ინსტიტუტში: 2 922 855 / 2 934 458 info@institutfrancais.ge 


გაკვეთილს ჩაატარებს ფრანგული ინსტიტუტის პედაგოგი. გაკვეთილისთვის საჭირო ყველა მასალა გალერეაში დაგხვდებათ.