მკითხველების ჩემოდანი

     

ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა სკოლებს სთავაზობს ოთხ «მკითხველების ჩემოდანს» წიგნებით მოზარდებისთვის: შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურას, რომანებს, ალბომებს, კომიქსებს, ყველა სახის წიგნს პატარა მკითხველებისთვის. თითოეული ჩემოდანი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დარჩება სკოლის ბიბლიოთეკაში სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდის შემდეგ კვლავ მედიათეკას დაუბრუნდება. თითოეულ ჩემოდანში 50 ილუსტრირებული ფრანგული წიგნია. სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ წიგნებით სკოლაშივე ან სასურველი ლიტერატურა შინ გაიტანონ. 
გაეცანით «მკითხველების ჩემოდნის» წიგნებს.