დირექტორის სიტყვა
საფრანგეთს და საქართველოს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რაც ყველა დონეზე მუდმივი ურთიერთობით არის განპირობებული. თუ უდავოა, რომ წარსული მნიშვნელოვანია ამ პრიორიტეტულ ურთიერთობაში, ასევე აუცილებელია ყოველდღიურად გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ორი ქვეყნის საზოგადოების უკეთ გაცნობის, მათი ქმედებებისა და აზრების ურთიერთგაგების მიმართულებით.
სწორედ ეს არის საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მისია, რომელიც გახლავთ საფრანგეთის საელჩოს საქართველოში კულტურულ ღონისძიებათა სამსახური და « ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის » მემკვიდრე.
ფრანგული ინსტიტუტების გლობალურ ქსელთან დაკავშირებული კულტურული ცენტრი და საქართველოში ფრანგულენოვანი აუდიტორიის შეხვედრის ადგილი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მიესალმება ყველას, ვისაც სურს გაეცნოს საფრანგეთს, მის კულტურას, მის ენას, ასევე მრავალ საგანმანათლებლო და კვლევით შესაძლებლობებს რომელსაც ქვეყანა სთავაზობს.
ევროპისა და ფრანკოფონიის გულში, საფრანგეთი გელოდებათ და მის კარს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საშუალებით შეაღებთ!