ენის კურსები საფრანგეთში

 ფრანგული ენის კურსები საფრანგეთში, ფრანგულ გარემოში
 

მოკლე ან გრძელვადიანი პროგრამები, პარიზში, თუ საფრანგეთის სხვა ქალაქებში, ფრანგული ენა დამწყებთათვის, თუ ენის სრულყოფისა და სპეციალიზებული კურსების გავლის მსურველთათვის: უამრავი ენის შემსწავლელი ცენტრი მზადაა თქვენს დასახვედრად და თქვენს ინტერესებზე გათვლილი პროგრამის შემოსათავაზებლად!

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ ფრანგული ენის შემსწავლელ საზაფხულო კურსებს საფრანგეთში, შეღავათიან ფასად*, პარტნიორ ენის სკოლებში: 

ფრანგული ინსტიტუტის დახმარებით ენის კურსებზე ჩაწერისას თქვენ ისარგებლებთ შემდეგი უპირატესობით:

  • 10% -დან 20 %-მდე ფასდაკლება სწავლის საფასურზე ენის სკოლაში;
  • ამომწურავი ინფორმაცია ენის ცენტრებისა და საცხოვრებლის შესახებ;
  • კურსებზე ჩაწერისა და საცხოვრებლის დაჯავშნის შესაძლებლობა პირდაპირ თბილისის ფრანგული ინსტიტუტიდან.

მომსახურების საფასური : 200 ლარი


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით და დანიშნეთ შეხვედრა ჩვენს წარმომადგენელთან: 

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
ჩახრუხაძის I შესახვევი 4 თბილისი 0105
ტელ: 2 92 28 55 / 2 93 44 58 



მობილურის აპლიკაცია Immersion France დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენს ინტერესებზე გათვლილი ფრანგული ენის შესასწავლი კურსები საფრანგეთში; ისაუბროთ ფრანგულად და აღმოაჩინოთ საფრანგეთი ფრანგულ გარემოში ჩაფლობით; დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა ფრანგულის შესასწავლად და მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივოებებში: სპორტი, პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, პროფესიული ტრენინგი.