TCF
ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი (TCF DAP)
გსურთ ჩაეწეროთ საფრანგეთის უნივერსიტეტის პირველი ციკლის (« Licence ») პირველ კურსზე ან არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში? ამასთანავე არ ფლობთ DELF B2-ის ან DALF-ის დიპლომებს? თქვენ უნდა გაიაროთ TCF-ის (ფრანგული ენის ცოდნის) სპეციალური ტესტი, რომელსაც ეწოდება TCF DAP-ისთვის (უნივერსიტეტში წინასწარი ჩაწერისთვის).
გამოცდის აღწერა და ხანგრძლივობა
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 55 წუთი.
იგი შედგება შემდეგი ეტაპებისგან :
აზრის გაგების გამოცდები
შემდეგი სესია
TCF DAP-ისთვის შემდეგი გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 30 იანვარს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.
ჩაწერის პერიოდი : 2018 წლის 14 ნოემბერი - 26 დეკემბერი
გამოცდაზე ჩაწერის პროცედურა
გამოცდაზე ჩაწერა შესაძლებელია საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში (დავით აღმაშენებლის გამზ. 75). კანდიდატმა ჩაწერისას უნდა წარმოადგინოს
იხილეთ ტარიფები
პედაგოგიური რესურსები
გამოცდის აღწერა და ხანგრძლივობა
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 55 წუთი.
იგი შედგება შემდეგი ეტაპებისგან :
აზრის გაგების გამოცდები
- მოსმენილის გაგება : 29 კითხვა, 25 წთ
- ენის სტრუქტურის ფლობა (გრამატიკა და ლექსიკა ): 18 კითხვა, 15 წთ
- წაკითხულის გაგება : 29 კითხვა, 45 წთ
- აზრის წერილობით გამოხატვის აუცილებელი გამოცდა რომელიც შედგება 3 დავალებისგან (იხილეთ დეტალური აღწერა და ტესტის მაგალითი )
შემდეგი სესია
TCF DAP-ისთვის შემდეგი გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 30 იანვარს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.
ჩაწერის პერიოდი : 2018 წლის 14 ნოემბერი - 26 დეკემბერი
გამოცდაზე ჩაწერის პროცედურა
გამოცდაზე ჩაწერა შესაძლებელია საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში (დავით აღმაშენებლის გამზ. 75). კანდიდატმა ჩაწერისას უნდა წარმოადგინოს
- შევსებული სარეგისტრაციო ბარათი (ჩამოტვირთეთ)
- პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ან დაბადების მოწმობა)
- გამოცდის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე . გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი, გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა"
იხილეთ ტარიფები
პედაგოგიური რესურსები
- იხილეთ ტესტის მაგალითები თანდართულ დოკუმენტში (« Manuel du candidat»).
- ეწვიეთ აგრეთვე პედაგოგიური კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CIEP) ვებგვერდს და ასევე ვებგვერდებს TV5 Monde და RFI
- და ბოლოს, ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში (გუდიაშვილის ქ. 7) თქვენს განკარგულებაშია ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებისათვის საჭირო პედაგოგიური დოკუმენტაცია. ინფორმაცია : 2 92 33 04 / 2 92 33 06.