TCF

TCF : ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი

ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი (TCF DAP)

გსურთ ჩაეწეროთ საფრანგეთის უნივერსიტეტის პირველი ციკლის (« Licence ») პირველ კურსზე ან არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში?  ამასთანავე არ ფლობთ DELF B2-ის ან DALF-ის დიპლომებს? თქვენ უნდა გაიაროთ TCF-ის (ფრანგული ენის ცოდნის) სპეციალური ტესტი, რომელსაც ეწოდება TCF DAP-ისთვის (უნივერსიტეტში წინასწარი ჩაწერისთვის).

გამოცდის აღწერა და ხანგრძლივობა

გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 55 წუთი.

იგი შედგება შემდეგი ეტაპებისგან :

აზრის გაგების გამოცდები
  • მოსმენილის გაგება : 29 კითხვა, 25 წთ 
  • ენის სტრუქტურის ფლობა (გრამატიკა და ლექსიკა ): 18 კითხვა, 15 წთ 
  • წაკითხულის გაგება : 29 კითხვა, 45 წთ 
ხანგრძლივობა : 1 სთ 25 წთ

  • აზრის წერილობით გამოხატვის აუცილებელი გამოცდა : იკონოგრაფიული დოკუმენტის ანალიზი ( მინიმუმ 200 სიტყვა) + არგუმენტირება (მინიმუმ 300 სიტყვა) 
ხანგრძლივობა : 1 სთ 30 წთ  

გამოცდაზე ჩაწერა

ღირებულება : 300 ლარი
აწერის პერიოდი : 2016 წლის 6-23 დეკემბერი

გამოცდაზე ჩაწერა შესაძლებელია საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში (დავით აღმაშენებლის გამზ. 75). კანდიდატმა ჩაწერისას უნდა წარმოადგინოს

  • შევსებული სარეგისტრაციო ბარათი (ჩამოტვირთეთ)
  • პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ან დაბადების მოწმობა)
  • გამოცდის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე . გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი, გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა". 

გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.


შემდეგი სესია

TCF DAP-ისთვის შემდეგი გამოცდა ჩატარდება 2017 წლის 31 იანვარს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.

პედაგოგიური რესურსები
  • იხილეთ ტესტის მაგალითები თანდართულ დოკუმენტში («  Manuel du candidat »).
  • ეწვიეთ აგრეთვე პედაგოგიური კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CIEP) ვებგვერდს და ასევე ვებგვერდს  RFI
  • და ბოლოს, ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში (გუდიაშვილის ქ. 7) თქვენს განკარგულებაშია ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებისათვის საჭირო პედაგოგიური დოკუმენტაცია. ინფორმაცია : 2 92 33 04 / 2 92 33 06.