მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამა

გამოცხადდა მერაბ მამარდაშვილის სახელობის
საგამომცემლო დახმარების პროგრამის კონკურსი

 

მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის მიზანია, გააღრმავოს საქართველოში ფრანგული ლიტერატურის შესახებ ცოდნა.

მსგავსი მთარგმნელობითი პროგრამები არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ასეთივე პირობებით მოქმედებს.  მათი მართვა და ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის პარიზელი პარტნიორების - წიგნის ეროვნული ცენტრის და პარიზის ფრანგული ინსტიტუტის დახმარებით. 

მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამა ადგილობრივ გამომცემლებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში პარიზის ფრანგული ინსტიტუტის მიერ საავტორო უფლებების დაფინანსების მოსაპოვებლად და / ან მათ მიერ წარდგენილი პროექტისთვის ადგილობრივი ფინანსური დახმარების მისაღებად.

უკვე დაფინანსებული პროექტების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
 
 

მონაწილეობის პირობები:


მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამა ხელს უწყობს ფრანგული ნაწარმოებების თარგმანების გამოცემას და მოიცავს შემდეგ სფეროებს: საზოგადოებრივი მეცნიერებები (ფილოსოფია, ისტორია, სოციოლოგია და სხვ.), თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა, ასევე, კომიქსები, არაბეჭდური ლიტერატურული მასალა (მაგ. სიდირომი).

პროექტს ქართველი გამომცემელი შეარჩევს თავისი სურვილით.

პროექტის სელექციის დროს შეთანხმებული წინასწარი სპეციალური პირობების გარდა, საგამომცემლო დახმარების პროგრამით გამოცემული წიგნების ტირაჟი უნდა იყოს მინიმუმ 700 ეგზემპლარი.

 

ქართველი გამომცემლის ვალდებულებები:

  • წიგნში უნდა ფიგურირებდეს: კოპირაიტის აღნიშვნა; სათაური და ავტორის სახელი და გვარი ფრანგულ ენაზე; წარწერა მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის შესახებ ფრანგულ და ქართულ ენებზე.
  • წიგნის დაბეჭდვამდე, წარმოადგინოს წიგნის დაკაბადონებული ვერსია ელექტრონული სახით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესამოწმებლად.
  • გამოცემული თარგმანის 15 ეგზემპლარი გადასცეს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს.

 

პროექტის შერჩევის პროცედურა:


ა. საავტორო უფლებების გადახდა:

პროექტის წარმოდგენამდე ქართველი გამომცემელი უნდა დაუკავშირდეს საავტორო უფლებების მქონე ფრანგულ გამომცემლობას და მოელაპარაკოს ამ უფლებების შესაძენი თანხის ოდენობაზე იმ ტირაჟის შესაბამისად, რომლის გამოცემასაც აპირებს.

საავტორო უფლებების დაფინანსების მოპოვებისთვის კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდზე.

შეტანილი პროექტები პირველად სელექციას გაივლიან საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის კომისიის მიერ.

შერჩეული პროექტების დოკუმენტაცია გაიგზავნება პარიზის ფრანგული ინსტიტუტის კონკურსზე.

 

ბ. ადგილობრივი ფინანსური დახმარება:

პროექტის წარმოდგენამდე ქართველი გამომცემელი უნდა დაუკავშირდეს საავტორო უფლებების მქონე ფრანგულ გამომცემლობას და მოელაპარაკოს ამ უფლებების შესაძენი თანხის ოდენობაზე იმ ტირაჟის შესაბამისად, რომლის გამოცემასაც აპირებს (იმ შემთხვევაში თუ ნაწარმოების ავტორი ცოცხალია ან მისი გარდაცვალებიდან გასულია 70 წელზე ნაკლები).

ადგილობრივი დაფინანსების მისაღებად, კონკურსი ცხადდება წლიწადში ერთხელ.

კონკურსში მონაწილეობის ვადები ქვეყნდება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებ გვერდზე.

შეტანილი პროექტები სელექციას გაივლიან საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის კომისიის მიერ.

 

დაფინანსების პროცედურა:


კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში გამომცემელი უნდა გამოცხადდეს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში ინფორმაციის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად.


საავტორო უფლებების დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პარიზის ფრანგული ინსტიტუტი უფლებების მფლობელ ფრანგულ გამომცემლობას პირდაპირ გადაურიცხავს თანხას.                         


ადგილობრივი დაფინანსების კონკურში გამარჯვების შემთხვევაში, გამომცემელს თანხა გადაერიცხება ორ ეტაპად:

- თანხის 50 %-ს გამომცემლობა მიიღებს წიგნის მაკეტის წარდგენისას

- თანხის დარჩენილ 50 % გამომცემლობა მიიღებს მას შემდეგ, რაც ფრანგულ ინსტიტუტს გადასცემს გამოცემული წიგნის 15 ეგზემპლარს.



დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა:


ა. საავტორო უფლებების გადახდისთვის:

კონკურსში მონაწილეობისთვის საბუთების შეტანის ვადები:

  • 2024 წლის 7 თებერვლიდან 2024 წლის 25 თებერვლამდე. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 2024 წლის მარტის ბოლოს.
  • 2024 წლის 15 ივნისიდან 1 აგვისტომდე. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 2024 წლის სექტემბრის ბოლოს.

წიგნის გამოცემა დაგეგმილი უნდა იყოს კომისიის შეკრებიდან სულ მცირე 3 თვის გასვლის შემდეგ.

ქართველმა გამომცემლებმა აუცილებლად უნდა გააფრთხილონ ფრანგი გამომცემლები იმის შესახებ, რომ დახმარების მისაღებად შემოიტანეს განაცხადი და საავტორო უფლებების ავანსის გადასახდელად ელოდებიან ფრანგული ინსტიტუტის კომისიის შედეგებს. კონკურსზე არ დაიშვება პროექტი, რომლისთვისაც ქართველმა გამომცემელმა უკვე გადაუხადა საავტორო უფლებების ავანსი ფრანგ გამომცემელს.

კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტაცია:

– სრულად შევსებული  ორმულარი   (საავტორო უფლებების გადახდისთვის)
– საავტორო უფლებების მფლობელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი;
– გაწონასწორებული ბიუჯეტი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე; დათარიღებული და ხელმოწერილი;
– მთარგმნელის CV.
– გამომცემლობის კატალოგი და მის მიერ უკვე გამოცემული წიგნი (იმ შემთხვევაში თუ გამომცემლობა პირველად იღებს კონკურსში მონაწილეობას).

 

ბ. ადგილობრივი დაფინანსების მისაღებად:  2023 წლის 16 სექტემბრამდე.

წიგნის გამოცემა დაგეგმილი უნდა იყოს 2023 წლის 1 დეკემბრამდე.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე.

 

კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტაცია:

სრულად შევსებული ფორმულარი (ადგილობრივი დაფინასების მისაღებად);

საავტორო უფლებების მფლობელთან ხელმოწერილი ხელშეკრულება (იმ შემთხვევაში, თუ ავტორი ცოცხალია ან მისი გარდაცვალებიდან გასულია 70 წელზე ნაკლები);

მთარგმნელის CV;

გამომცემლობის კატალოგი და მის მიერ უკვე გამოცემული წიგნი (იმ შემთხვევაში, თუ გამომცემლობა პირველად იღებს კონკურსში მონაწილეობას).

 

გამომცემლებმა დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ დასკანერებული ფორმით. იმისთვის, რომ გაადვილდეს დოკუმენტაციის შესწავლა და თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები, გთხოვთ, ფაილებს შეძლებისდაგვარად, ზუსტი სახელები შეურჩიოთ (გამომცემლობის დასახელება, სათარგმნი ნაწარმოების სათაური, დოკუმენტის ტიპი - კონტრაქტი, ფორმულარი, მთარგმნელის CV).

 

გამოცემული წიგნების პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა:


მედიათეკა ეხმარება თბილისის და საქართველოს რეგიონების ბიბლიოთეკებს და შესაძლებლობის ფარგლებში, რეგულარულად გადასცემს მათ საჩუქრად ფრანგულ წიგნებს და მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოცემულ ქართულ ენაზე თარგმნილ ლიტერატურას. გამოცემული თარგმანების ეგზემპლარები ეგზავნება აგრეთვე მედიას და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აწყობს აგრეთვე სხვადასხვა ღონისძიებას (ავტორების მოწვევას, პრეზენტაციებს, კონფერენციებს და სხვ.) საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოცემული ნაწარმოებების პოპულარიზაციის მიზნით.

 

კონტაქტი:

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდით, ქ-ნ ნანა ლალიაშვილს.

ტელ.: 292 33 04 / 292 33 06

ელ.ფოსტა: nana.laliashvili@institutfrancais.ge