სახელოვნებო რეზიდენცია

ფრანგული ინსტიტუტის რეზიდენციის პროგრამები, საცხოვრებელი ფართის გამოყოფით ან ცხოვრების ხარჯების დაფინანსებით, საშუალებას აძლევს ფრანგ და უცხოელ კრეატორებს - მხატვრებს, კინოხელოვანებს, გამოფენების ორგანიზატორებს, ავტორებს და სხვა - რამდენიმე კვირა ან თვე გაატარონ უცხო ქვეყანაში  საკუთარი კვლევის პროექტის განსახორციელებლად. უცხო ქვეყნის, განსხვავებული კულტურისა და უცხო ენობრივ გარემოში მოქცევა ხელოვანებს საკუთარი საქმიანობის სხვა პერსპექტივიდან შეფასების საშუალებას აძლევს და, ამგვარად, მათ საკუთარი შემოქმედების გამდიდრებაში ეხმარება. ის, ხანდახან, თანამშრომლობის მოულოდნელი პროექტების განხორციელებასაც უყრის საფუძველს.



რეზიდენციის პროგრამა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის რეზიდენციის პროგრამა გათვალისწინებულია ფრანგული ინსტიტუტების, ალიას ფრანსეზებისა თუ სხვა ფრანგული და უცხოური კულტურული სტრუქტურების მიერ შერჩეული ხელოვანებისთვის, რომელთაც საკუთარი კვლევის პროექტის განხორციელება სურთ პარიზში მინიმუმ სამი თვის ხანგრძლივობით. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში ფრანგული ინსტიტუტის განკარგულებაშია თითოეული 40 კვ.მეტრის ფართის მქონე 13 სახელოსნო ყველა სფეროში მოღვაწე უცხოელი ხელოვანებისთვის. რეზიდენციაში მყოფი ხელოვანები სამი თვის განმავლობაში აქ საკუთარ სახელოვნებო პროექტებსა და კვლევას ახორციელებენ. პარიზის ცენტრში ცხოვრება მათ საშუალებას აძლევს სრულად ჩაერთონ საკუთარ ხელოვნებაში და გააღრმავონ ძიება უცხო გარემოში. უკვე 10 წელია, რაც ყოველ წელს ორმოცამდე უცხოელი ხელოვან სარგებლობს ფრანგული ინსტიტუტის რეზიდენციის პროგრამით.

ყოველ წელს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი სთავაზობს მრავალ ქართველ კანდიდატს ამ პროგრამაში მონაწილეობას.

2014 წლის კონკურსის შედეგის მიხედვით, საერთაშორისო სახელოვნებო ცენტრის რეზიდენციის პროგრამით ორმა ქართველმა ხელოვანმა ისარგებლა: პოლინა რუდჩიკი (კოსტუმების დიზაინერი) და ხატია არველაძე (გრაფიკოსი).

2016 წელს ერთი ქართველი ხელოვანი იქნა შერჩეული, ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა) (დიზაინი-გრაფიკა), რომელიც სახელოვნებო რეზიდენციას პარიზში გაივლის 2017 წელს.

ხელოვნების საერთაშორის ცენტრის ინტერნეტ გვერდი: www.citedesartsparis.net




თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალის მიერ ორგანიზებული სახელოვნებო რეზიდენცია


საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალმა 2016 წლის მაისის თვეში პირველი სახელოვნებო რეზიდენცია მოაწყო. მოწვეულმა ხელოვანმა, სააგენტო "მაგნუმის" ფოტოგრაფმა, ანტუან დ'აგატამ, ორი კვირის განმავლობაში იმუშავა თბილისსა და რეგიონებში. მან ასევე ჩაატარა მასტერ კლასი ქართველი ფოტოგრაფებისთვის.