კლიმატი








იდეების ღამის ღონისძიება გაიმართება 2019 წლის 31 იანვარს.

 

თემის « აწმყოს პირისპირ » გარშემო  ის გააერთიანებს მონაწილეებს სხვადასხვა სფეროებიდან - ინტელექტუალებს, მკვლევარებს, ხელოვანებს, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან საკუთარი პრეზენტაციისთვის ღონისძიების პარტნიორებთან ხუთივე კონტინენტზე.

 

დაკარიდან ლოს ანჯელესამდე, ბრიუსელის, ბუენოს აირესის, კატმანდუს, მარსელისა და პარიზის გავლით ...

ყველა კულტურული და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი მოწვეულია წარმოადგინოს საკუთარი პროექტი იდეების ღამისთვის : გამომცემლები, ასოციაციები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები, სახელოვნებო ცენტრები, ლაბორატორიები...

წარმოადგინეთ თქვენი წინადადება აქ და შეუერთდით იდეების ღამის თანავარსკვლავედს მსოფლიოს მაშტაბით.

 

სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებს, დარგებსა და თაობებს შორის იდეების ცირკულაცია :

 

ყოველწლიურად, იდეების ღამე წარმოადგენს გიწვევთ აღმოაჩინოთ ცოდნის სიახლეები, მოუსმინოთ მათ ვინც სხვადასხვა სფეროებში იდეების ნოვატორები არიან, გაცვალოთ აზრები ჩვენი დროის დიდ გამოწვევებზე. იმდენად, რამდენადაც აზროვნებისთვის საზღვრები არ არსებობს, მისთვის ყველა ფორმა მისაღებია  (კონფერენცია, თეატრი, პერფორმანსი, ჩვენება, კონცერტი...),

და ყველაზე პრესტიჟული ადგილები ისევე, როგორც ყველაზე მოულოდნელიც, მოწვეულნი არიან შეუერთდნენ დღესასწაულს და წარმოადგინონ შეთავაზებული თემის საკუთარი ორიგინალური ინტერპრეტაცია.

დროის სარტყელის ცვლილების თანმიმდევრულად, იდეების ღამის ექო გავრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც მას გლობალურ ღონისძიებად აქცევს.

 

აწმყოს პირისპირ :

 

მოცემული თემა საკითხების სამ სერიას აერთიანებს. აქტუალური და გამჭვირვალე თემა, როგორადაც მიიჩნევს ტექნოლოგიურ, სოციალურ, გარემოს, გეოპოლიტიკურ და ა.შ. ცვლილებებს, რაც შორეული მომავლის საქმედ წარმოგვედგინა და დღეიდან ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.  ჩართულობისა და ფორმის საკითხი : რომელი ინციატივებით შეიძლება თანამედროვეობის გამოწვევებთან გამკლავება ? დროის აღქმისა და მისი ტრანსფორმაციების საკითხი : როგორ შევეწინააღმდეგოთ წამის დიქტატურას ეპოქაში, რომელიც  ინფორმაციის მყისიერი გავრცელებით გამოირჩევა ?

 

რისგან შედგება ჩვენი აწმყო ? როგორ მოვაგვაროთ საკითხები, რომეთა გადაწყვეტასაც ჩვენი აწმყო მოითხოვს ? აწმყოს პირისპირ, მეხსიერება და მომავალი ?

ეს საკითხებია იდეების ღამის მთავარი გამოწვევები.