" ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ("Teach and Learn with Georgia")

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობის, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის დასავლური და ევროპული კულტურის, ფასეულობებისა და ტრადიციების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2010 წელს დაიწყო ახალი პროექტის - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ("Teach and Learn with Georgia") განხორციელება.
პროექტის პირველი ეტაპი საქართველოს სკოლებში მხოლოდ ინგლისური ენის სწავლების განვითარებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებდა. მოგვიანებით კი პროექტი გაფართოვდა და მას ჯერ ჩინელი, 2015 წლიდან კი ფრანგი მოხალისე მასწავლებლები შეუერთდენ. მათი მთავარი მოვალეობაა, ინტერაქტიული გაკვეთილებისა და ყოველდღიური კომუნიკაციის მეშვეობით, საკუთარი მშობლიური ენის სწავლება ქართველი მოსწავლეებისათვის.

უცხო ენების უკეთ დაუფლების კვალდაკვალ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები აქტიურად გაეცნობიან დასავლურ ღირებულებებსა და კულტურას, ამ კულტურის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთობის გზით, რაც მათ მომავალში უდაოდ დაეხმარება პროფესიული წარმატების მიღწევაში, როგორც საკუთარ სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
წელს, ამ პროექტის ფარგლებში, ორი ფრანგი მოხალისე მასწავლებელი ასწავლის თბილისის 23-ე და და სამტრედიის საჯარო სკოლებში.