SVE

იმ ახალგაზრდა ქართველებს, რომელთაც საფრანგეთში ჩასვლა სურთ, შეუძლიათ ეს  ევროპული ვოლონტიორების სამსახურის საშუალებით (SVE) განახორციელონ.  SVE წარმოადგენს მრავალ ორგანიზაციათა შორის თანამშრომლობის პროექტს, რომლებიც საკუთარი პროგრამების განსახორციელებლად იყვანენ ვოლონტიორებს.

ვოლონტიორები SVE-ში მონაწილეობენ გამგზავნი ორგანიზაციის საშუალებით, რომელიც დარეგისტრირებულია მათ საცხოვრებელ ქვეყანაში და იმ მიმღები ორგანიზაციისა, რომელიც მას მასპინძლობს სამუშაოს ხანგრძლივობის მიხედვით 2-დან 12 თვემდე. ვოლონტიორს შეუძლია იმუშაოს ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი, ბავშვები, გარემო და ა.შ. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ვოლონტიორს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

SVE ვოლონტიორებისთვის უფასოა. ისინი უზრუნველყოფილი არიან ბინით, საკვებით, სოციალური დაზღვევით და იღებენ ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებას. ხანდახან, შესაძლებელია მოგზაურობის ხარჯების პატარა ნაწილის დაფინანსება მათ მიერ დაიფაროს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ  ევროპული ახალგაზრდობის ვებგვერდს :

https://europa.eu