სხვა პროცედურები



უმაღლესი სახელოვნებო განათლება

თუ თქვენ ეუფლებით მხატვრობას, ხელოვნების ისტორიას, მუსიკას, არქიტექტურას, დიზაინს, კინოხელოვნებას, ვიდეოხელოვნებას, ცეკვის ხელოვნებას, გრაფიზმს და ა.შ.
და თუ თქვენ გსურთ მე-2 ან შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელება, შექმენით კამპუსარტზე თქვენი ანგარიში  და არ გამოგრჩეთ მისი აქტივაცია ელ.ფოსტის საშუალებით. განაცხადი კამპუსარტზე უნდა გაკეთდეს ფრანგულად. კამპუსარტის წევრი სასწავლებლების სასწავლო პროცესის ყველა ხელმძღვანელს ექნება წვდომა თქვენს დოსიეზე, როგორც კი თქვენ მას გაასაჯაროებთ.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

კანდიდატურის ონლაინ წარდგენა :

candidature.campusfrance.org

სახელოვნებო პროგრამებზე ონლაინ ჩაწერის შესახებ ყველა იფორმაციის მისაღებად გაეცანით კანდიდატის გზამკვლევს :

candidature.campusfrance.org


საჭიროა თუ არა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან დაკავშირება ?

გირჩევთ, რომ ჩაწერა განახორციელოთ ერთდროულად მინიმუმ სამ განსხვავებულ სასწავლო დაწესებულებაში, როგორი პროცედურებიც არ უნდა იყოს გასავლელი. უნდა იცოდეთ, რომ ზოგიერთი მათგანი იღებს იმაზე გაცილებით მეტ ჩაწერის მოთხოვნას, ვიდრე მას სტუდენტების მიღება შეუძლია. ყველთვის არსებობს ალტერნატივა იგივე ხარისხის განათლების მისაღებად.

გჭირდებათ დახმარება უნივერსიტეტისა და პროგრამის შერჩევაში ? ჩანიშნეთ ინდივიდუალური შეხვედრა ნათია მსხალაძე. ფრანგული ინსტიტუტის კამპუსფრანსის სივრცე გიმასპინძლებთ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე და ხუთშაბათს 15-დან 19 საათამდე.
გთხოვთ წინასწარ დანიშნოთ თქვენი შეხვედრა შემდეგ სატელეფონო ნომერზე:
2 92 28 55
ან
შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით :
მისამართი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, გუდიაშვილის ქუჩა 7

საბოლოო რეგისტრაცია

საფრანგეთში ჩასვლისას ლექციების დაწყებამდე, როგორც ყველა სხვა სტუდენტი, აწარმოებთ დარჩენილ პროცედურებს : საბოლოო რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ და პედაგოგიურ მხარეს. თქვენი სასწავლო დაწესებულება გადმოგცემთ ჩაწერის სერტიფიკატს და სტუდენტის ბარათს. ეს ორი დოკუმენტი ადასტურებს თქვენს, როგორც სტუდენტის, იურიდიულ სტატუსს. აღნიშნული დოკუმენტები გაიცემა ხელზე, ზოგადად რეგისტრაციის ხარჯების სრული დაფარვის შემდეგ.