სხვა სტიპენდიები

აფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველი და დაფინანსების მაძიებელი სტუდენტებისათვის არსებობს უამრავი შეთავაზება. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი თქვენს განკარგულებაშია, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია უფასოდ სხვადასხვა პროგრამების შესახებ.

საკონტაქტო დეტალები:

ტელ: 2 9 2 28 55/2 93 44 58
იმეილი:
www.institutfrancais.ge


სასტიპენდიო პროგრამების ონლაინ კატალოგი: კამპუსბურსი

 

                                                            

კამპუსბურსი მოგაწოდებთ მოკლე და ამომწურავ ინფორმაციას თქვენს ხელთ არსებული სასტიპენდიო შესაძლებლობების ირგვლივ. აღნიშნულ პლატფორმაზე თქვენ შეძლებთ, განახორციელოთ საკუთარ პროფილზე მორგებული ძიება. სტიპენდიები ბაკლავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და პოსტოქტორანტებისათვის დალაგებულია მათი გამცემი ორგანიზაციების მიხედვით, იქნება ეს სამთავრობო სტრუქტურები, ადგილობრივი თემები, საწარმოები, თუ უმაღლესი განათლების დაწესებულებები. 
მიჰყევით ბმულს

საფრანგეთის მთავრობა ფარავს უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ყველა საერთაშორისო სტუდენტისათვის. კამპუს ფრანსის თბილისის ბიურო თქვენს განკარგულებაშია, რათა დაგეხმაროთ საფრანგეთში ცხოვრების ხარჯების დასაფარად საჭირო დაფინანსების მოძიებაში.

 ერაზმუს +

გსურთ მიიღოთ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში ან სრული ხარისხის პროგრამებში ერაზმუსის დაფინანსებით და სწავლა განაგრძოთ საფრანგეთში? დაუკავშირდით თქვენი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ან ერაზმუს +-ის წარმომადგენლობას საქართველოში სასტიპენდიო პროგრამის ფორმალობებთან დაკავშირებული შეკითხვებით:

ტელ: +995 322 147 139
erasmus.georgia@gmail.com
http://erasmusplus.org.ge/


 სხვა შესაძლებლობები

1. წარადგინეთ თქვენი კანდიდატურა ეიფელის სტიპენდიის მოსაპოვებლად ფრანგულ უნივერსიტეტებში მასტერის (ყოველთვიური სტიპენდია, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოგზაურების ხარჯები) ან დოქოტრანტურის (ყოველთვიური სტიპენდია, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოგზაურების ხარჯები) საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ : www.campusfrance.org

 
2. შეუერთდით ევროპის კოლეჯს, ევროპული კვლევების მსოფლიოში აღიარებულ კოლეჯს, ევროკომისიის სრული დაფინანსებით !
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.coleurope.eu
 
3. მიიღეთ ინფორმაცია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF)  სასწავლო და სტაჟირების სტიპენდიებთან დაკავშირებით, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ისწავლოთ / იმუშაოთ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ სხვა ფრანკოფონ ქვეყნებშიც !

იხილეთ ინფორმაცია ვებგვერდზე:  https://www.auf.org/

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ადგილობრივი ბიურო :

ჭავჭავაძის გამზირი, 39
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-5 კორპუსი, ოთახი
tamar.garibashvili@auf.org
www.auf.org