ანიმაციები

ფრანგულ ენაზე სასაუბრო კლუბი

ხუთშაბათს 17 სთ 30


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს ფრანგი მოდერატორის მიერ წარმართულ შეხვედრა-დებატებს, სადაც ნებისმიერს შეუძლია დახვეწოს მოლიერის ენა მეგობრულ გარემოში.
ღონისძიება უფასოა და განკუთვნილია მედიათეკის მკითხველებისთვის.

შემდეგი შეხვედრა >>

ლიტერატურული შეხვედრები

ხუთშაბათს 18 სთ 30

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გთავაზობთ შეხვედრა-დებატებს ფრანგი ავტორების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში.
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია.

შემდეგი შეხვედრა >>


 

გასართობი აქტივობები პლანშეტებზე

მედიათეკა გთავაზობთ
გასართობ აქტივობებს ბავშვებისთვის პლანშეტის გამოყენებით
ფრანგულ ენაზე 3 წლის ასაკიდან
ღონისძიება უფასოა. სასურველია წინასწარი ჩაწერა.
ღონისძიებაზე ჩასაწერად გთხოვთ, დარეკოთ მედიათეკაში: 292 33 04

ღონისძიება ჩატარდება >>

ზღაპრების ინტერაქტიული კითხვა


ციფრული ბიბლიოთეკის - კულტურთეკის გამოყენებით
და გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის 5 წლის ასაკიდან.
ღონისძიება უფასოა. სასურველია წინასწარი ჩაწერა
ღონისძიებაზე ჩასაწერად გთხოვთ, დარეკოთ მედიათეკაში: 292 33 04

ღონისძიება ჩატარდება >>
 

მედიათეკის აღმოჩენა


მედიათეკა სთავაზობს სკოლის პედაგოგებს, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში
"მედიათეკის აღმოჩენა", რომელსაც ატარებს ჩვენი ბიბლიოთეკარი. 
ანიმაცია განკუთვნილია ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად იმისა, სწავლობს თუ არა ფრანგულ ენას. გვეწვიეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად და აღმოაჩინეთ მედიათეკა! ღონისძიება უფასოა, გრძელდება 2 საათს და მოიცავს: 

მედიათეკის დათვალიერებას თამაშს და დოკუმენტურ ძიებას მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებას სამხარს

ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, უფასოდ მიიღებენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში ჩაწერის ერთწლიან ბარათს.

დოკუმენტური ძიება


მასწავლებლის მიერ წინასწარ შერჩეული თემის მიხედვით, მედიათეკარი  უხსნის მოსწავლეებს, როგორ გაიარონ დოკუმენტური ძიების 6 ეტაპი:

საძიებო თემის განსაზღვრა საბაზო ინფორმაციის შეგროვება საჭირო დოკუმენტების ტიპების განსაზღვრა დოკუმენტების მოძიება ბიბლიოგრაფიის შედგენა. დასასრულ, მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს.

ღონისძიება უფასოა და გრძელდება 2 საათს. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, უფასოდ მიიღებენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში ჩაწერის ერთწლიან ბარათს.