ერაზმუს +

ერაზმუსის პროგრამა სტუდენტებს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აძლევს სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობას საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად. სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებულია პროგრამის ხანგრძლივობაზე. საფრანგეთში ერაზმუსის სტიპენდიანტებს აგრეთვე, აქვთ წვდომა სხვა ფინანსურ დახმარებებზე, როგორიცაა მერიის დახმარება და რეგიონების გენერალური საბჭოების დახმარებები.


ხართ სტუდენტი? ერაზმუსის მიმდინარე თანამშრომლობებზე ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს უნივერსიტეტს. აღნიშნულ პროგრამას ფრანგული ინსტიტუტი არ უწევს კოორდინირებას. ყველა სასწავლებელი თავად განსაზღვრავს პროგრამაში მონაწილეობის პროცედურებსა და კალენდარს.

დაუკავშირდით თქვენი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ან ერაზმუს +-ის წარმომადგენლობას საქართველოში სასტიპენდიო პროგრამის ფორმალობებთან დაკავშირებული შეკითხვებით:

ოთარ ჩხეიძის ქ. 5, 0186, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 322 147 139
erasmus.georgia@gmail.com

ვებგვერდი:
erasmusplus.org

ხართ პროფესორი? გსურთ ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბება საფრანგეთის უნივერსიტეტთან ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში, რათა თქვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება ისარგებლონ სტიპენდიებით? გთხოვთ, დაუკავშირდეთ, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშეს ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: nastasia.dhomps@institutfrancais.ge