ურბანიზმი


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი 2014 წლიდან მხარს უჭერს ურბანიზმისა და არქიტექტურის გარშემო ჩატარებულ ღონისძიებებს.


ამგვარად, 2014 წლის 28 მაისს, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა გამართა კონფერენცია თემაზე - "ურბანიზმი და არქიტექტურა, ქალაქ ბორდოს ურბანული განვითარების პროექტი". ბორდოს მერიის ურბანიზმის დეპარტამენტის დირექტორმა  მიშელ ლარუ-შარლუმ და არქიტექტორმა ლორან პორტჟუამ წარმოადგინეს 90-იანი წლებიდან მიმდინარე ბორდოს ურბანული განვითარების პროექტი. იმ პერიოდში, როცა ქალქი კარგავდა განვითარების რიტმს, ქალაქის მერის თაოსნობით წამოწყებულმა ურბანული განვითარების ამბიციურმა პროექტმა ბორდოს ახალი სიცოცხლე შესძინა.

მეორე დღეს, 29 მაისს, შედგა ორი სამუშაო შეხვედრა თბილისის მერიასა და ილიას

სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აგრძელებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის ინიციატივების უწყვეტ მხარდაჭერას.