ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი (UFG)
2018 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლედრიანმა ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის პროექტის შესახებ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობათა შორის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია ქართულ და ფრანგულ უნივერსიტეტებს შორის ორმაგი და დელოკალიზირებული დიპლომების შექმნა ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ინფორმატიკის მიმართულებით.
ერთობლივი სასწავლო პროგრამები ,,ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის » სახელის ქვეშ გაერთიანდებიან.
2018 წლის სექტემბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე 6 ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში UFG პროფესიული ბაკალავრის, ბაკალავრისა და მაგისტრატურის პროგრამებს განახორციელებენ შემდეგ მიმართულებებში : ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩინება, კვების ტექნოლოგიები, მეღვინეობა და მევენახეობა, ინფორმატიკა და გამოყენებითი მათემატიკა.
ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები საფრანგეთიდან გახლავთ: universités de Rennes I, Lyon II, Paris VIII , აგრეთვე საინჟინრო და აგრონომიის უმაღლესი სკოლები INSA de Rennes et Montpellier Supagro, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ითანამშრომლებენ.
ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის (UFG) თემატიკა საქართველოს მთავრობასთან ერთად განისაზღვა, რათა უკეთ უპასუხოს ქართულ ეკონომიკაში განათლების მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის (UFG) პროექტი გამოირჩევა განსაკუთრებული ყურადღებით დიპლომების პროფესიულ მიმართულებასა და საქართველოს კერძო სექტორთან და საქართველოში მოქმედ ფრანგულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
სწავლების ენა იქნება ქართული, ფრანგული და ინგლისური (დიპლომებისა და მიმართულებების შესაბამისად).
საიტი : https://fgu.ge/
Facebook გვერდი : https://www.facebook.com/frenchgeorgianuni/