ფრანგული ენის ფონდი მოლიერი
რათა განახლებულიყო ფრანგული ენის სწავლება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში და დაგვერწმუნებინა ბავშვები, მშობლები და სკოლების დირექტორები, რომ დღევანდელ მსოფლიოში და ევროპისადმი მისწრაფების ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნა საკმარისი არ არის.
რას წარმოადგენს ფრანგული ენის ფონდი ?
ფონდი, ეს არის საქართველოში დაფუძნებული ასოციაცია, რომლის პრეზიდენტია ფრანგი ბიზნესმენი, ბ-ნი ჟაკ ფლორი. ორგანიზაციის მიზანია, მოიძიოს საჯარო და კერძოო სექტორის დაფინანსება, რათა შესაძლებელი გახდეს ფრანგული ენის სწავლების დაფინანსება დაწყებით კლასებში.
რა არის ფრანგული ენის ფონდის მიზანი ?
ფრანგული ენის სწავლების აღდენა საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში (8-11 წლის ბავშვები) და შესაბამისად, ფრანგული ენის შემსწავლელ მოსწავლეთა ახალი თაობების წარმოქმნის ხელშეწყობა.
როგორ ფუნქციონირებს ფრანგული ენის ფონდი ?
ფონდი საჯარო სკოლასთან დებს ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ფრანგული ენის სწავლების ორგანიზებას და დაფინანსებას დაწყებით საფეხურზე მე-3 კლასიდან. მასწავლებლებს შეარჩევს სკოლა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტთან შეთანხმებით. ყოველ მოსწავლეს ფონდი საჩუქრად გადასცემს სახელმძღვანელოს. პროგრამას კოორდინირებას უწევს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, პროექტის პედაგოგიურ მონიტორინგს კი - კავკასიის ფრანგული სკოლა.
ფრანგული ენის ფონდის საქმიანობის შედეგები
ფონდის მხარდაჭერით ამჟამად თბილისის და რეგიონების 16 საჯარო სკოლაში 1018 მოსწავლე ეუფლება ფრანგულ ენას. დასაქმდა ფრანგული ენის 25 პედაგოგი.
ფრანგული ენის ფონდის საქმიანობის პერსპექტივა
ფონდის საქმიანობა გაფართოვდა და ვრცელდება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.
მე-5 კლასიდან მოსწავლეების ფრანგული ენის გაკვეთილების ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს საჯარო სკოლა
ბენეფიციარი სკოლები
თბილისის მე-14, 85-ე, 88-ე, 124-ე, 151-ე, 175-ე საჯარო სკოლები, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახ. მე-2 საჯარო სკოლა, მე-17, 25-ე, 30-ე და 32-ე საჯარო სკოლები; ფოთის მე-5 საჯარო სკოლა, ქ. გურჯაანის 1-ლი საჯარო სკოლა, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა, ზუგდიდის მე-11 საჯარო სკოლა, თელავის მე-5 საჯარო სკოლა.
როგორ წარვადგინოთ კანდიდატურა?
პროგრამაში ჩართვისთვის კანდიდატურის წარსადგენად საჯარო სკოლამ ფონდის აღმასრულებელ საბჭოს უნდა წარუდგინოს:
- სააპლიკაციო ფორმა ფრანგულ და ქართულ ენებზე
- სკოლის დირექციის წერილობითი თხოვნა დაფინანსების თაობაზე, რომელშიც ასევე ნათლად იქნება ჩამოყალიბებული სკოლის დირექციის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს და განავითაროს ფრანგული ენის სწავლება.
დოკუმენტები გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: fdf@institutfrancais.ge
როგორ გადავრიცხოთ თანხა?
ფონდის დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ფონდის ანგარიშზე:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ქეთევან ქურციკიძეს fdf@institutfrancais.ge
სიახლეები იხილეთ ფეისბუქის გვერდზე