EUNIC
EUNIC-ის წევრები 2000-ზე მეტი დაწესებულების საშუალებით 150-ზე მეტ ქვეყანაში არიან წარმოდგენილი. მათი საქმიანობა მოიცავს ხელოვნების, ენების, ახალგაზრდობის, განათლების, მეცნიერებების, ინტერკულტურული დიალოგისა და განვითარების სფეროებს. EUNIC-ის ქსელში დაახლოებით 25 000 ადამიანია დასაქმებული და მისი წლიური ფინანსური ბრუნვა 2,5 მილიარდს აღემატება.
EUNIC-ის წევრები, კულტურული ურთიერთობების მთავარი ევროპელი სპეციალისტები მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებით სარგებლობენ.
ისინი ხელს უწყობენ კულტურულ თანამშრომლობას, პროფესიონალებს შორის მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, ურთიერთგაგების ხელშეწყობასა და ევროპის მრავალფეროვანი კულტურის მიმართ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ენების სწავლების პოპულარიზაციას (2 მლნ ადამიანზე მეტი ეუფლება ევროპულ ენებს EUNIC-ის წევრ დაწესებულებებში).
საქართველოში EUNIC-ის მუდმივი აქტიური წევრები არიან: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანული საბჭო და, ასევე, ათამდე ასოცირებული წევრი.
EUNIC-ის ინიციატივით, ყოველ წელს საქართველოში იმართება ენების ევროპული დღე, რომელის ორგანიზება ყოველ წლიურად განსხვავებულ წევრს ერგება.
ამ დღესასწაულის მომზადებას, 2016-ში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ჩაუდგა სათავეში!
EUNIC-ის ქსელის ვებგვერდი:
http://www.eunic-online.eu/