საფრანგეთში მოწყობა

თქვენი მასპინძელი ქალაქის დახვედრის სამსახური

 
საფრანგეთში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ სტუდენტებს ემსახურება სპეციალური სარეგისტრაციო დახლები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვასა და ზოგადად საფრანგეთში მოწყობაში. აქ თქვენ ნახავთ უამრავ დაწესებულებასა და ორგანიზაციას (პოლიციის პრეფექტურას, კაფს, ოფის, კრუსს და სხვ.) ასევე დამხვედრ პერსონალს, რომლებიც დახმარებას გაგიწევენ მთელი პროცედურის წარმართვაში.

 

საცხოვრებლის მოძიება


თუ ხართ სტუდენტი საფრანგეთში, გაქვთ უფლება მიიღოთ საცხოვრებელი კრუსის (CROUS) საუნივერსიტეტო საცხოვრებელში (ადგილების დაჯავშნის თვალსაზრისით, პრივილეგია ენიჭება საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს) ზოგიერთი უმაღლესი სკოლა ფლობს საკუთარ კამპუსს.

საცხოვრებელი ოთახის ფასები განსხვავებულია, თუმცა საერთაშორისო სტუდენტებს საფრანგეთში შეუძლიათ, მიიღონ დახმარება საცხოვრებელზე ზუსტად იმავე პირობებით, რა პირობებითაც სარგებლობენ საფრანგეთის მოქალაქე სტუდენტები.

დახმარება საცხოვრებელზე


ისევე როგორც ფრანგი სტუდენტები, საერთაშორისო სტუდენტებიც სარგებლობენ ფულადი დახმარების უფლებით საცხოვრებლის ქირის დასაფარად. დახმარების გამოთვლა ხდება ბინის ქირის ოდენობისა და სტუდენტის ხელთ არსებული ფინანსური რესურსების მიხედვით. ანუ აღნიშნული დახმარების მინიჭება არ ხდება ავტომატურად და მისი დაანგარიშება ხდება ინდივიდუალურად.

აღნიშნული დახმარებით (CAF) სარგებლობისათვის უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ სამ მოთხოვნას

•    უნდა ფლობდეთ სავალდებულო სტუდენტურ სოციალურ დაზღვევას
•    უნდა გაგაჩნდეთ საბანკო ანგარიში საფრანგეთში, სადაც ყოველთვიურად დაირიცხება დახმარება


დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ შემდეგი ბმული:
http://www.ambafrance-ge.org

ბინადრობის მიწმობა

ბინადრობის მოწმობის გასაახლებლად ეწვიეთ ვებგვერდს, სადაც მოცემულია  პრეფექტურების ფილიალების ჩამონათვალი.
http://www.campusfrance.org


სტუდენტური სოციალური დაზღვევა


საფრანგეთის სამედიცინო დაზღვევა, რომელსაც სოციალური დაზღვევა მოიცავს გამოირჩევა თავისი მაღალი ხარისხით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება ხდება სტუდენტური შენატანებით, რომელიც იწყება 211 ევროდან.