საფრანგეთში ბაკალავრის პირველ კურსზე ჩარიცხვა

არის თუ არა შესაძლებელი საფრანგეთის საუნივერსიტეტო პროგრამებზე პირდაპირ საქართველოდან დარეგისტრირება? - დიახ!


DAP პროცედურის გავლა სავალდებულოა ყველა იმ კანდიდატისათვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაირიცხოს საფრანგეთში, ბაკალავრიატის პირველ კურსზე  (Licence 1) და არქიტექტურის უმაღლეს ეროვნულ სკოლებში - ENSA (Licence, Master) 2025 წლის სექტემბრიდან .

ბოლო ვადა საბაკალავრო საფეხურის პირველ წელზე რეგისტრაციისათვის : 2024 წლის 15 დეკემბრამდე !
სამაგისტრო და სხვა პროგრამებზე : 2024 წლის 30 დეკემბერი !

DAP-ს  დოსიე უნდა განათავსოთ ელექტრონული ფორმით 2024 წლის 15 დეკემბრამდე  შემდეგ  პლატფორმაზე « Études en France ».
პროცედურა ფასიანია და თითოეულმა სტუდენტმა უნდა გადაიხადის 250 ლარი ინსტიტუტის ანგარიშზე და წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი ცნობა.   
                                  

ვის ეხება DAP ?

მათ, ვისაც სურთ უმაღლესი განათლების საფრანგეთში მიღება 2025 წლის სექტემბრიდან მას შემდეგ რაც მოიპოვებენ საშუალო განათლების სერტიფიკატს, ატესტატს, ან არიან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და ატესტატის მოპოვების პროცესში (ეროვნული გამოცდების ჩაბარება აუცილებელია), ამისათთვის აუცილებელია წინასწარი ჩარიცხვის პროცედურა (DAP), რომელზედაც რეგისტრაცია 2024 წლის 15 დეკემბრამდეა შესაძლებელი ელექტრონული ფორმით, პლატფორმის « Études en France »-ს საშუალებით. 

თუ ხართ ქართველი ან უცხოელი კანდიდატი, რომელიც რეგულარულად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორაიზე, უნდა დარეგისტრირდეთ ონლაინ პორტალზე და რეგისტრაცია გაიაროთ რუბრიკის  «Espace Campus France Géorgie» საშუალებით.

   

DAP-ს პროცედურა ეხება კანდიდატს, რომელიც :

 

  •  კარგად ფლობს ფრანგულ ენას (მინიმუმი: B2, უნდა წარმოადგინოს  TCF DAP-ს ან DELF-ის სერტიფიკატი) ;
  •  არ არის საფრანგეთის მოქალაქე ;
  •  არ ცხოვრობს საფრანგეთის ტერიტორიაზე ;
  •  უკვე მოიპოვა ან 2025 წელს მოიპოვებს საშუალო განათლების დამადასტურებელ დიპლომს, ატესტატს და გაივლის ეროვნულ გამოცდებს.

 

DAP პროცედურა, იგივე თეთრი დოსიე საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი 3 პროგრამა/ 3 უნივერსიტეტი და განსაზღვროთ რიგითობა პრიორიტეტის მიხედვით.

 

4 სურვილის მითითება შეგიძლიათ  BTS და BUT პროგრამებზე (2 წლიანი უმაღლესი პროფესიული განათლება,  ყოფილი - DUT).
2 სურვილის მითითება არის შესაძლებელი არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

უნივერსიტეტები ჩარიცხვის შესახებ პასუხს აცნობებენ კანდიდატებს არაუგვიანეს 2025 წლის 30 აპრილისა.

 

ყურადღება ! ზოგიერთი უნივერსიტეტი არ გახლავთ პლატფორმა EeF-ის  (Etudes en France) წევრი. 
იხილეთ აქ იმ უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც ჩარიცხვა ახალი პლატფორმის « Etudes en France »-ის საშუალებით ხდება. თუ თქვენი სასურველი პროგრამა ან უმაღლესი დაწესებულება პორტალზე ვერ იპოვეთ, დაუკავშირდით მათ და დააზუსტეთ ჩარიცხვის პარალელური პროცედურა.                                         

 

ფრანგული ენის შეფასების ტესტი (TCF DAP) და ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომი (DELF)

ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა დაურთოთ დოსიეს (მინიმუმ : DELF B2 ან DALF C1).

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ ენის სასერტიფიკაციო გამოცდებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით კამპუს ფრანსის თბილისის ბიუროს, რომელიც განთავსებულია საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში 
ჩახრუხაძის ქ 4. შესახვევი I, 0105 თბილისი
ტელ: 032 292 28 55 / 032 293 44 58
ელექტრონული ფოსტა: natia.mskhaladze@institutfrancais.ge

დოსიეს რეგისტრაციის მოსაკრებელი 250 ლარი უნდა გადაიხადოთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე და წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ცნობა მეილის საშუალებით: EeF.CampusFranceGE@gmail.com

გთხოვთ, გადახდის დანიშნულებაში მიუთითოთ : “Etudes en France”.

საბანკო რეკვიზიტები
 :

Banque : TBC Banque

Code bancaire : TBCBGE22

N°compte : GE12TB7398636160100001