კვლევითი სტიპენდია

       პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტ- განაცხადების მიღება იწყება!



პოსტ-სადოქტორო მობილობის პროგრამა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით

ხორციელდება. მას საფუძველი 2021 წელს ჩაეყარა და  ყოველწლიურად ორ ქართველ მკვლევარს  შესალებლობას აძლევს, საფრანგეთში,  ერთთვიანი სამეცნიერო საქმიანობისთვის

დაფინანსება მოიპოვოს.


პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი მოიცავს:

-  კვლევით სტიპენდიას  2000 ევროს ფარგლებში

ორმხრივ ავიაბილეთს საფრანგეთის მიმართულებით 500 ევროს ფარგლებში


IFG-ს სურს წაახალისოს ფრანგ და ქართველ მკვლევრებს შორის ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობა. პროგრამის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს ფართომასშტაბიან, ორმხრივ და

მრავალმხრივ საერთაშორისო კვლევით პროექტებს CNRS-ისა და Horizon Europe-ის ფარგლები.


კვლევითი მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სამეცნიერო დარგის წარმომადგენელს.


განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც მინიჭებულია საქართველოში ან სხვა ქვეყანაში და ხარისხის მინიჭებიდან გასულია არაუმეტეს 12 წელი

-  დეტალური CV ქართულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე

-  სამოტივაციო წერილი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე

-  მასპინძელი დაწესებულების ან კვლევის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი

-  დეტალურად აღწერილი კვლევითი პროექტი უნდა ატვირთოთ ონლაინ განაცხადის სახით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე ინგლისურ (ან
   ფრანგულ) და ქართულ ენებზე. კანდიდატმა უნდა განსაზღვროს კვლევის მიზნები და შედეგები, ასევე მასპინძელი დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი საქმიანობის 
   განრიგი. საჭიროა დოკუმენტაციას დაერთოს ყველა სამეცნიერო და აკადემიური პუბლიკაციის ჩამონათვალი.


საუკეთესო დოსიეებს შეარჩევს ფრანგი და ქართველი მეცნიერებისგან შემდგარი ჟიური.

განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 7 მარტიდან და გაგრძელდება 7 აპრილამდე.

განაცხადების წარდგენა ხდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდში. შედეგები გამოცხადდება 2022 წლის მაისის ბოლოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშეს, ქალბატონ ნასტასია დომპსს: nastasia.dhomps@institutfrancais.ge

პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტის პირველი გამარჯვებულების - Dr. ირინე სახელაშვილის Dr. მაკა ნუცუბიძის გამოცდილებას გაეცანით სტატიაში:პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტის პირველი გამარჯვებულები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.