ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სასტიპენდიო პროგრამები
მიიღე სტიპენდია საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად !
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი კოორდინირებას უწევს სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც გამიზნულია ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის.
- საფრანგეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი სამაგისტრო სტიპენდიები
- სამეცნიერო სტაჟირების სტიპენდიები დოქტორანტებისათვის
- პროგრამები ექიმებისა და სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისათვის
- თეოლოგიის სტიპენდიები
საფრანგეთის მთვრობისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი სამაგისტრო სტიპენდიები
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით და საშუალებას აძლევს ოცამდე ქართველ სტუდენტს ერთწლიანი სამაგისტრო კურსი გაიარონ საფრანგეთში.
პროგრამა ცხადდება ყოველი წლის იანვრის დასაწყისში.
საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა გამარჯვებულ კონკურსანტებს უზრუნველყოფს:
● ყოველთვიური სტიპენდიით
● ადგილით საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში
● ფრანგულ უნივერსიტეტში რეგისტრაციის ხარჯებისგან განთავისუფლებით
● ჯამნრთელობის დაზღვევით
● ადმინისტრაციული მხარდაჭერით უნივერსიტეტში რეგისტრაციისას და ვიზის მისაღბი პროცედურების გავლისას
http://www.ambafrance-ge.org/
http://www.ambafrance-ge.org/
თეოლოგიის სტიპენდიები
თეოლოგიის სფეროში სასწავლო სტიპენდიების პროგრამა განკუთვნილია საფრანგეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული თეოლოგიური სწავლებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის, უპირატესად კი რელიგიური პირებისათვის. პროგრამა ეხება ნებისმიერი რეგლიგიური კონფესიის წარმომადგენელს გამონაკლისის გარეშე. http://www.campusfrance.org/სტიპენდიები და სხვა პროგრამები ექიმებისა და მომავალი ექიმებისათვის
DFMS/DFMSA
ექიმებსა და ფარმაცევტებს ( უცხოელ ექიმებს, რომლებიც ფლობენ ექიმად მუშაობის ლიცენზიას თავიანთ ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში, სადაც მათ დიპლომი მოიპოვეს) აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ DFMS-DFMSA-ს ანაზღაურებადი სტაჟით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სტრასბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის ვებგვერდს
რეზიდენტურის კონკურსი საერთაშორისო სტუდენტებისათვის
კანდიდატებს, რომლებიც არ არიან შვეიცარიის, ანდორის, ევროკავშირის ან ევროპული ეკონომიკური სივრცის წევრი ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე ანდორისა და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეები, აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამედიცინო სწავლებების მესამე ციკლზე (რეზიდენტურის საფეხური) სწავლის გასაგრძელებლად გამოცხადებულ კონკურსში.
კონკურსის პირობების გასაცნობად ეწვიეთ მართვის ეროვნული ცენტრის ვებგვერდს