დიპლომები

უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოსა და საფრანგეთში ერთმანეთის მსგავსია. ორივე ქვეყანა ბოლონიის პროცესში მონაწილეობს, რაც მათ ადმინისტრაციულ თანამშრომლობას აადვილებს. ფრანგული სასწავლებლები გასცემენ იმავე ტიპის დიპლომებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სპეციფიური დიპლომები) როგორც საქართველოს უნივერსიტეტები. საფრანგეთში ასევე გაიცემა პროფესიული დიპლომები, მოკლე ვადიანი პროფესიული კურსების გავლის მსურველთათვის.


აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სასწავლებელი:

საფრანგეთში არსებობს ორი ტიპის სასწავლებლები: უნივერსიტეტები და "უმაღლესი სკოლები", თუმცა ორივე სასწავლებლები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომებს გასცემენ. (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორატურა) ყველაზე დიდი განსხვავება მათ შორის სასწავლებლებში ჩაწერის პირობებში აისახება (იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმული). მეორე განსხვავბა არის ის, რომ უნივერსიტეტებში შემოთვაზებულია თითქმის ყველა მიმართულება, "უმაღლესი სკოლები" კი ფოკუსირდებიან ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის სასწავლებლებზე


საფრანგეთის უმაღლესი განათლების სისტემაზე ინფორმაციისთვის, იხილეთ საფრანგეთის განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდი
საფრანგეთში სხვადასხვა გრძელვადიან, თუ მოკლევადიან სასწავლო კურსებზე ინფორმაციის მისაღებად იხილეთ Campus France ის კურსების ინტერნეტ კატალოგი


გრძელვადიანი პროგრამები


ფრანგული უმაღლესი განათლება იყენებს სამსაფეხურიან სისტემას „LMD“ ბაკალავრიატი-მაგისტრატურა-დოქტორატურა“ :

  • ბაკალავრიატი = 6 სემ ესტრი = 180 კრედიტი (ბაკალავრიატი ან მასთან გათანაბრებული + 3 წელი)
  • მაგისტრატურა = 4 სემესტრი = 300 კრედიტი (ბაკალავრიატი ან მასთან გათანაბრებული + 5 წელი)
  • დოქტორატურა = 6 სემესტრი (ბაკალავრიატი ან მასთან გათანაბრებული + 8 წელი)
საფრანგეთში შემოთავაზებული სადოქტორო და კვლევითი პროგრამების ონლაინ ცნობარი (საფრანგეთის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სამინისტრო)



მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები

 

მოკლევადიანი საწავლო პროგრამები ძირითადად ორი ან სამწლიანი პროგრამებია და ეხება ბიზნესის, ინდუსტრიისა და მომსახურების სექტორებს.

 

სასწავლო პროგრამები გულისხმობს ასევე სტაჟირებებს საწარმოებში, რაც სტუდენტებს აძლევს დასაქმების რეალურ პერსპექტივას.

 

  • უმაღლესი ტექნიკოსის დიპლომი (BTS)
  • საუნივერსიტეტო დიპლომი ტექნოლოგიაში (DUT)
  • სამეცნიერო და ტექნიკური განათლების საუნივერსიტეტო დიპლომი (DEUST)