კალენდარი

თარგმანის საიდუმლო - ჩაწერის ვადაა 2024 წლის 29 მაისამდე.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გთავაზობთ თარგმნის სახელოსნოების ციკლს, რომელიც საშუალებას მოგცემთ ბევრად უფრო სიღრმისეულად გაეცნოთ ფრანგული და ქართული ენების დახვეწილობასა და სინატიფეს.
არა აქვს მნიშვნელობა მოყვარული ხართ თუ უბრალოდ გაინტერესებთ ეს პროფესია, სახელოსნოების დროს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად იმუშაოთ და მათი მდიდარი გამოცდილება გაიზიაროთ :

- ქ–ნი მზაღო დოხტურიშვილი, აკადემიური პალმის რტოს ორდენის კომანდორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი რომანისტიკაში, მონპელიეს მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პუბლიკაციების ავტორი თარგმანის შესახებ.

- ქ–ნი მზია გომელაური, აკადემიური პალმის რტოს ორდენის კავალერი, ლიტერატურული მთარგმნელი, ფრანგული ენის პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და თავისუფალ უნივერსიტეტში.

- ქ-ნი მარინა ბალავაძე, აკადემიური პალმის რტოს ორდენის ოფიცერი, ხელოვნების და ლიტერატურის ორდენის კავალერი, ლიტერატურული მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია ანას ლაურეატი, ფრანგული ენის პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგამომცემო სახლის, აგორას დირექტორი.

- ქ-ნი ლალი უნაფქოშვილი, აკადემიური პალმის რტოს ორდენის ოფიცერი, ლიტერატურული მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია ლიტერას ლაურეატი, თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების ფრანკოფონიის განყოფილების კოორდინატორი.

თარგმნის სახელოსნოების ციკლი ერთი თვის განმავლობაში, 2024 წლის 3-დან 29 ივნისამდე, ყოველ ორშაბათსა და შაბათს ჩატარდება.

სახელოსნოში მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა განისაზღვრება 8 ადამიანით.
ფრანგული ენის ცოდნის დონე: მინიმუმ B1(სერტიფიკატი აუცილებელი არ არის).

მონაწილეთა ასაკი: 18 წლის ზემოთ.
ციკლის დასასრულს, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.


თარგმნის სახელოსნოების საფასური:
ჩვეულებრივი ტარიფი: 400 ლარი
ტარიფი სტუდენტებისთვის : 300 ლარი
ჩაწერის ვადა: 2024 წლის 29 მაისამდე.


თუ თქვენი სურვილი ყოველთვის იყო ჩასწვდომოდით თარგმანის მექანიზმებსა და საიდუმლოებებს, ახლა ამის დროა! ნუ დააყოვნებთ ჩაწერას!

განაცხადები მთარგმნელობით სახელოსნოებში ჩაწერის შესახებ მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: nana.laliashvili@institutfrancais.ge.