კალენდარი

28 ნოემბერი- მრგვალი მაგიდა-განაცხადების მიღება

ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია AGPF+, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართავს მრგვალ მაგიდას თემაზე ''ფრანგული ენის სწავლება ინოვაციური და კრეატიული მეთოდების გამოყენებით''. 
მრგვალი მაგიდის ჩატარების მიზანია საქართველოს სასკოლო და საუნივერსიტეტო სფეროებში მოღვაწე ფრანგული ენის მასწავლებელთა შორის კავშირების დამყარება, მათ შორის პროფესიული გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება. 

თარიღი: 2019 წლის 28 ნოემბერი
დასაწყისი: 15 სთ
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 32 (კორპუსი ბ, დარბაზი 201)


იხილეთ წესდება და შემოიტანეთ განაცხადი 2019 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო დღე საქართველოში  
ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით.