კალენდარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | 2019-11-28 15 სთ

28 ნოემბერი - ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღე

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღნიშნავს ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.

ეს დღე აერთიანებს ფრანგულის, როგორც უცხო ენისა და ბილინგვური სწავლების ენის პედაგოგებს მთელს მსოფლიოში. ამ დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ფრანგული ენის მასწავლებლის პროფესიის წარმოჩენა, მასწავლებელთა შორის კავშირებისა და სოლიდარობის დამყარება, განმტკიცება, უშუალო გარემოში შეხვედრების ორგანიზება, პედაგოგიური პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

დასახელება: ''იყო ფრანგული ენის მასწავლებელი დღეს და ხვალ''
თარიღი: 2019 წლის 28 ნოემბერი
დასაწყისი: 15 სთ
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 32 (კორპუსი ბ, დარბაზი 201)

პროგრამა:
  • ფრანგული ენის პედაგოგებისთვის აკადემიური პალმების ორდენის გადაცემა - დალი გოცირიძე, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლა, მანანა ნაროუშვილი-ჯანელიძე, ქუთაისის მე-4 საჯარო სკოლამ მედეა ჭაჭუა, ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის სკოლა
  • მრგვალი მაგიდა: ''ფრანგული ენის სწავლება ინოვაციური და კრეატიული მეთოდების გამოყენებით''