კალენდარი
’’მწერლები დევნის, მასების განადგურების და გენოციდის წინაშე’’ - წიგნის პრეზენტაცია
გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე
ლუბა იურგენსონი და ათინათ მამაცაშვილი
წარმოადგენენ თავიანთ ნაშრომს
’’მწერლები დევნის, მასების განადგურების და გენოციდის წინაშე’’
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.
ზუმის ბმული:
ლუბა იურგენსონი არის მწერალი, მთარგმნელი და პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი, საკონცენტრაციო ბანაკებში შექმნილი ლიტერატურის სპეციალისტი.
ათინათი მამაცაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის პროფესორია. მისი კვლევის სფეროებია ანგაჟირებული ლიტერატურა, ტოტალიტარული სისტემები და ლიტერატურა, ანტისემიტიზმი და ლიტერატურა.
ათინათი მამაცაშვილის და ლუბა იურგენსონის წიგნი ’’მწერლები დევნის, მასების განადგურების და გენოციდის წინაშე’’ ლიტერატურული ტექსტების კრებულია, რომელიც მკითხველს სთავაზობს სიღრმისეულ ანალიზს მწერლის ადგილის შესახებ რუსულ და კავკასიურ სამყაროში, დევნის და ანტისემიტიზმის პირობებში. ნაშრომის მიზანია, კითხვის ქვეშ დააყენოს, ერთი მხრივ, ტერორის რეჟიმის პირობებში შექმნილი ნაწერები მათ ისტორიულ რეალობასთან, განსაკუთრებით ნაცისტურ და საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმებთან მიმართებაში და, მეორე მხრივ, გახსნას სივრცე ეთიკური დებატებისთვის.
ნაშრომი გამოცემულია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით და შეგიძლიათ წასაკითხად გაიტანოთ ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკიდან.