კალენდარი

სახელოვნებო ცენტი | 2016-09-15 10სთ

კანდიდატურების მიღება - სახელოვნებო რეზიდენცია პარიზი 2017

ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის სამინისტრო აცხადებენ კანდიდატურების მიღებას  2017 წელს პარიზის საერთაშორისო სახელოვნებო ცენტრის Cité internationale des arts რეზიდენციაში მონაწილეობის მისაღებად.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ?

პროგრამა განკუთვნილია უცხოელი ხელოვანებისთვის (ყველა დარგში), რომლებსაც სურთ განავითარონ კვლევითი პროექტი პარიზში, მინიმუმ სამი (უწყვეტი) თვის განმავლობაში. ხელოვანები წარდგენილი უნდა იყვნენ ფრანგული ინსტიტუტის ან უცხო ქვეყნის კულტურული დაწესებულების მიერ.


რეზიდენცია როგორ იმართება?

ფრანგული ინსტიტუტი გამოყოფს პარიზის საერთაშორისო სახელოვნებო ცენტრში „Cité des Arts“-ში საცხოვრებელი/სახელოსნოს. უცხო ქვეყნის კულტურული დაწესებულება (თეატრი, სახელოვნებო ცენტრი, მუსიკალური ცენტრები, სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები) უზრუნველყოფენ შერჩეული ხელოვანის ცხოვრების და/ან ტრანსპორტის ხარჯებს.

ხელოვანის პროექტისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის მდებარეობიდან გამომდინარე რეზიდენცია შეიძლება განხორციელდეს პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქში ერთდროულად და გაგრძელდეს მეორე ქალაქში.

რა დარგებს მოიცავს რეზიდენცია?

ყველა დარგს: არქიტექტურა, ვიზუალური ხელოვნება, სასცენო ხელოვნება, ქუჩის ხელოვნება/მარიონეტები, ციფრული ხელოვნება, კომიქსი, დიზაინი, ლიტერატურა; სახელოვნებო ხელობები; მუსიკა; კინო, ანიმაციური კინო, შემოქმედებითი დოკუმეტური კინო, გამოფენების კურატორობა.

გთხოვთ იხილოთ ამ ბმულზე რეზიდენციაში მონაწილეობის ზოგადი პირობები


კანდიდატურის შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 სექტემბერი.