სტაჟირება საფრანგეთში

ლინგვისტური და საგანმანათლებლო პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საშუალებას აძლევს ფრანგული ენის ქართველ პედაგოგებს, გაიუმჯობესონ პედაგოგიური პრაქტიკა საფრანგეთში აკრედიტებულ სასწავლო ცენტრში და მათ სთავაზობს სტიპენდიებს მოკლევადიანი პედაგოგიური სტაჟირებისთვის მაქსიმუმ ორი კვირის ხანგრძლივობით.
სტაჟირების თარიღები: 2019 წლის ივლისი ან აგვისტო
სამიზნე აუდიტორია: საქართველოს სასკოლო დაწესებულებების ფრანგული, როგორც უცხო ენის პედაგოგები
მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
• კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
• მუშაობდეს საქართველოს სასკოლო დაწესებულებაში, სადაც ისწავლება ფრანგული ენა
• ჰქონდეს ფრანგული ენის სწავლების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

ჩამოტვირთეთ კანდიდატის დოსიე

დოსიეს შემოტანის ბოლო ვადა: 2019 წლის 14 მარტი (15 საათამდე)

                                                                                                                                                                                    
 

SPCD
ჩვენი პარტნიორები არიან:

Universite Francophonia 2019