ქართული ენის კურსები

ფრანკოფონი ან ანგლოფონი ხართ და გსურთ ქართული ენის შესწავლა  ? საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ თქვენს მოლოდინებსა და საჭიროებებთან ადაპტირებული კურსს.

გთავაზობთ ქართული ენის კურსებს კომუნიკაციური მიდგომით, ენების სწავლების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოსთან შესაბამისობაში.  
თქვენ სწრაფად ივითარებთ კომპეტენციებს წერასა და ზეპირმეტყველებაში, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მშვიდად ადაპტირების საშუალებას მოგცემთ.

  • ვარჯიში ოთხივე საკომუნიკაციო კომპეტენციაში (კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი)
  • უცხოელთათვის შექმნილი სახელმძღვანელო
  • გამოცდილი ფრანკოფონი ან ანგლოფონი პედაგოგები

 

შემდეგი კურსის დასაწყისი :  2019 წლის 25 იანვრიდან (ანგლოფონებისთვის)

სიხშირე : 2x2 საათი კვირაში

სრული ხანგრძლივობა : 24 საათი, დაახლოებით თვენახევარი

ფასი : 220 ლარი - 24 საათი