IFprofs საქართველო

თქვენ ხართ ფრანგული ენის მასწავლებელი ან ასწავლით რომელიმე სხვა საგანს ფრანგულად? 

მუშაობთ განათლების სფეროში ფრანგულენოვანი მიმართულებით როგორც პედაგოგიური კოორდინატორი, ტრენერი, მედიათეკარი, კურსების დირექტორი, უნივერსიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სასწავლო დაწესებულების დირექტორი?

ხართ სტუდენტი და მომავალში აპირებთ ფრანგული ენის სწავლებას? 

შემოგვიერთდით IFprofs Géorgie -ზე!

შექმენით თქვენი პროფილი IFprofs Géorgie-ზე, შეუერთდით ფრენგულენოვანი განათლების პროფესიონალების ერთიანობას საქართველოსა და მთელს მსოფლიოში.

ახალი საერთაშორისო სოციალური ქსელის წყალობით, თქვენ გექნებათ წვდომა კოლეგების პუბლიკაციებზე და შეძლებთ საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნებას სხვადასხვა მიმართულებით:
  • პეადაგოგიური და კულტურული ღონისძიებები - ტრენინგები, შეხვედრები, კონკურსები, სპექტაკლები, კონფერენციები, დებატები,ფორუმები, საჯარო ლექციები.
  • პროფესიული ინფორმაცია - ვაკანსიები, პარტნიორების ძიება, გამოცდილების გაზიარება.
  • პედაგოგიური რესურსები - საკლასო აქტივობები, დავალებები მოსწავლეებისთვის, პედაგოგიური მეგზურები თუ გაკვეთილების გეგმები.
  • მეთოდური რესურსები - დიდაქტიკური სტატიები, მეთოდური რესურსები, ვებგვერდების ჩამონათვალი.
  • დაუმუშვებელი რესურსები- ვიდეორგოლები, სტატიები, ინტერნეტ ბმულები, აუთენტიკური დოკუმენტები.
თქვენ ასევე შეგეძლებათ, ურთიერთობა დაამყაროთ კოლეგებთან მესენჯერის საუშალებით, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრება პუბლიკაციასთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიაში, დაამყაროთ სკოლებს შორის პარტნიორობა, შესთავაზოთ ან მონაწილეობა მიიღოთ ერთობლივ პროექტებში, მოაწყოთ შეხვედრები ტრენინგებთან და ღონისჭიებებთან დაკავშირებით...

IFprofs-ის წყალობით, თქვენ ერთიანდებით კოლეგებთან უთიერთგაზიარებისა და ურთიერთგაცვლის ეროვნულ და საერთაშორისო სივრცეში! 

IFprofs - წარდგენა

Tuto IFprofs #1 - როგორ დავრეგისტრირდე Fprofs-ზე?

Tuto IFprofs #2 - როგორ გავხდე კოლეგა IFprofs-ზე?

Tuto IFprofs #3 - როგორ გამოვაქვეყნო მასალა IFprofs-ზე?

Tuto IFprofs #4 - როგორ გავუკეთო რეკომენდაცია პუბლიკაციას და როგორ გავაზიარო ის IFprofs-ზე?

Tuto IFprofs #5 - როგორ შევქმნა და გავაუქმო ჯგუფი IFprofs-ზე?


Tuto IFprofs #6 - როგორ გამოვიყენო მესენჯერი IFprofs-ზე?


Tuto IFprofs #7 - როგორ ვურჩიო ან გავაზიარო პუბლიკაცია IFprofs-ზე ?


Tuto IFprofs #8 - როგორ მივიღო შეტყობინებები IFprofs-ზე ?


Tuto IFprofs #9 - როგორ მივიღო მონაწილეობა ვებინარში IFprofs-ზე ?


გაიარეთ რეგისტრაცია :
აქ 

თუ გსურთ თქვენს სასწავლო დაწესებულებაში მოხდეს პლატფორმის პრეზენტაცია, მოგვმართეთ წერილობით საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს მისამართზე: ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge

IFprofs საქართველოს ანიმატორები:

ქეთევან ქურციკიძე
საქართელოს ფრანგული ინსტიტუტი
ელფოსტა: ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge

მირანდა ლომიძე
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ)
ელფოსტა: mirandalomidze@gmail.com

მაკა ნადარეიშვილი
საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
ელფოსტა: maka.nadareishvili@gmail.com

IFprofs საქართელოს პარტნიორები :


ჩამოტვირთეთ :
– IFprofs Géorgie-ს საპრეზენტაციო ბროშურა
– IFprofs Géorgie-ს აფიშა