2017 წლის 8 მარტს მიღებული რეგულაციის თანახმად საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ: 2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უვიზოდ გადაკვეთონ ევროკავშირის/შენგენის წევრი სახელმწიფოების საზღვარი და ეწვიონ აღნიშნულ ქვეყნებს მოკლევადიანი ვიზიტით არაუმეტეს 90 დღისა ყოველ 180 დღიან მონაკვეთში.