კალენდარი

თარგმნის სახელოსნოები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გთავაზობთ
თარგმნის სახელოსნოებს ონლაინ

თარგმნის დროა!
 
სახელოსნოებში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ, ეზიარონ საუკეთესო ენის სპეციალისტებისა და მთარგმნელების გამოცდილებას. სახელოსნოებს ჩაატარებენ:
ნი მზაღო დოხტურიშვილი, აკადემიური პალმის რტოს ორდენის კომანდორი, ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი რომანისტიკაში, მონპელიეს მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პუბლიკაციების ავტორი თარგმანის შესახებ.
ნი მზია გომელაური, აკადემიური პალმის რტოს ორდენის კავალერი; ლიტერატურული მთარგმნელი, ფრანგული ენის პედაგოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და თავისუფალ უნივერსიტეტში.
ნი ილია გასვიანი, ლიტერატურული მთარგმნელი, ფრანგული ლიტერატურის პედაგოგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 
თარგმნის სახელოსნოების ციკლი, რომელიც შეადგენს 8 შეხვედრას, ჩატარდება 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 8 დეკემბრამდე :
- ხუთშაბათობით 15 და 22 ოქტომბერს 18სთ-ზე.
- კვირაობით 1, 8 და 15 ნოემბერს 18 სთ-ზე
- სამშაბათობით 24 ნოემბერს, 1 და 8 დეკემბერს 18სთ-ზე.
 
თითოეული სახელოსნოს ხანგრძლივობაა 1სთ30წთ.
სახელოსნოში მონაწილეთა რაოდენობა: 6-დან 8-მდე.
ფრანგული ენის ცოდნის დონე: მინიმუმ B1 (სერტიფიკატი აუცილებელი არ არის).
მონაწილეთა ასაკი: 18 წლის ზემოთ.
სახელოსნოების მონაწილეები ციკლის დასასრულს მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ მოწმობას.
 
თარგმნის სახელოსნოების ციკლის საფასურია 200 ლარი.
ჩაწერისვადა: 2020 წლის25 სექტემბრიდან 10ოქტომბრამდე.
 
ჩაწერისთვის მიმართეთ ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას:
ქ-ნ თამარ ხოსრუაშვილი,
ტელ.: 2923304 / 592100024
ელ.ფოსტა: tamar.khosruashvili@institutfrancais.ge.
 
წარმატებულ თარგმნას გისურვებთ!