კალენდარი

სტუდენტური გამოფენა « სწავლა ევროპაში »

კამპუს ფრანსი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და  საფრანგეთის საელჩო საქართველოში გიწვევთ სტუდენტურ გამოფენაზე

« სწავლა ევროპაში » 

რომელიც გაიმართება :

 2022 წლის 30 სექტემბერს, პარასკევს, 15:00-დან 20:00 სთ-მდე,

სასტუმრო  Rooms თბილისში, (მერაბ კოსტავას ქ.N 14)

 

სტუდენტური გამოფენა „სწავლა ევროპაში ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება და საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ევროპის უნივერსიტეტების სასწავლო შემოთავაზებებს. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 29 ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულება, რათა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ:

 

  • ჩარიცხვის პროცედურებზე,
  • სტიპენდიებზე,
  • საგანმანათლებლო პროგრამებზე,
  • ევროპაში სტუდენტური ცხოვრების შესახებ.


   სტუდენტურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 8 ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძოდ:

 

  •     ნანსის Ecole des Mines - ლორენის უნივერსიტეტი
  •     მონპელიეს აგრარული ინსტიტუტი
  •     ICN ბიზნეს სკოლა
  •     NEOMA ბიზნეს სკოლა
  •     ფრანშ-კონტეს უნივერსიტეტი
  •     ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი
  •     ლიონის მე-2 უნივერსიტეტი
  •     რენის ბიზნეს სკოლა.

 

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიებაში მონაწილე დაწესებულებების შესახებ  იხილეთ: https://www.exhibitorcatalogue.com/study-in-europe-fair

გამოფენაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს - მოსწავლეებს, მშობლებს და ყველა საფეხურის სტუდენტს.

Campus France Géorgie გელოდებათ სტუდენტურ გამოფენაზე !