კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2024-04-11 18 სთ

შეხვედრა გიორგი ბერიაშვილთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა 
გიწვევთ შეხვედრაზე.

გიორგი ბერიაშვილი
პიანისტი, მუსიკისმცოდნე,


გვესაუბრება თემაზე  

არის თუ არა კლასიკური მუსიკა ელიტური?

ხუთშაბათს
, 11 აპრილს 18სთ-ზე

შეხვედრა გაიმართება ფრანგულ ენაზე.

 
 მისამართი: გუდიაშვილის.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.

 

დღევანდელ რეალობაში კლასიკური მუსიკა ხშირად ასოცირდება სიტყვასთან ’’ელიტიზმი’’. ამგვარ ფორმულირებას ზოგ შემთხვევაში მსუბუქი გაღიზიანება ახლავს თან, ზოგჯერ კი პირიქით, თვითკმაყოფილების ელფერი დაჰკრავს. მაგრამ, რა არის სინამდვილეში კლასიკური მუსიკა?

 

კლასიკური მუსიკა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი მდიდარი კულტურული ისტორია აქვს, განუწყვეტლივ იცვლებოდა. მისმა ტექნიკურმა ხასიათმა, რომელიც ხშირად საკუთარი მუსიკალური ჟანრის შიგნით არსებობის ედეას უკავშირდებოდა, ვერ წაართვა ამ ტიპის მუსიკას მძაფრი ემოციების გამოეხატვის ძალა. თუმცა, შუძლია კი მას მოიცვას ყველა სახის მსმენელი? რას გვასწავლის კლასიკური მუსიკის ისტორია და მისი დღევანდელი პრაქტიკა?

 

გიორგი ბერიშვილი ერთ-ერთია იმ იშვიათ მუსიკოსებს შორის, რომლის სახელოვნებო კარიერა გაკვალულ ბილიკს არ მიუყვება.

სამეცნიერო განათლების მიღების შემდეგ, 23 წლის გიორგიმ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მუსიკის ისტორიის და თეორიის სპეციალობით. იმავდროულად, მან მოღვაწეობა დაიწყო როგორც პიანისტმა. 2006 წელს გიორგი ბერიაშვილმა მოიპოვა პარიზის მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი ეროვნული კონსერვატორიის პირველი პრემია მე-20 საუკუნის ავანგარდზე შესრულებული სამუშაოსთვის (შტოკჰაუზენი, ქსენაკისი, ლიგეტი). შემდგომ, მან იგივე თემაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია რუანის უნივერსიტეტში და გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი მუსიკის თეორიის, ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის შესახებ.

2001 წლიდან გიორგი ბერიაშვილი ცხოვრობს საფრანგეთში, სადაც ის აქტიურად მოღვაწეობს როგორც პიანისტი, პედაგოგი და მუსიკისმცოდნე. ამავდროულად, კვლავ აქტიურად რჩება ქართულ მუსიკალურ სცენაზე, რეგულარულად მონაწილეობს და თანაორგანიზებას უწევს ფესტივალს „თბილისი - თანამედროვე მუსიკის საღამოები“.