კალენდარი

მკვლევარი - პოსტ-დოქტორანტებისთვის : ფონდი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახლის (FSMH) მობილობის სტიპენდია

ფონდი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახლი (FSMH) გთავაზობთ მობილობის სამთვიან სტიპენდიას საფრანგეთში მკვლევარი პოსტ-დოქტორანტებისთვის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერების სფეროში.


სტიპენდია განკუთვნილია ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მკვლევარებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ აღნიშნული ქვეყნების უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის დაწესებულებებში / კერძო თუ საჯარო კვლევით ინსტიტუტებში და ხარისხი დაიცვეს  2012 წლიდან დღემდე.



4500 ევროს ოდენობის სტიპენდია დაფარავს ტრანსპორტისა და ცხოვრების ხარჯებს ადგილზე კვლევის, საფრანგეთის ბიბლიოთეკებსა და არქივებში მუშაობის განმავლობაში.

კანდიდატები ვალდებულნი არიან გამოძებნონ ფრანგული კვლევის ორგანიზაცია, რომელიც მათ სამეცნიერო კვლევას უმასპინძლებს საფრანგეთში ყოფნის განმავლობაში.



კანდიდატურის წარდგენისას, მკვლევარებმა უნდა წარმოადგინონ  FSMH-ის სახელზე შედგენილი მასპინძელი ინსტიტუციის მოწვევა, რომელშიც მასპინძელი ინსტიტუცია განმარტავს მოწვევის მიზეზებსა და კანდიდატისთვის შეთავაზებულ სამუშაო პირობებს.

თუ არ ფლობთ სამეცნიერო კონტაქტებს საფრანგეთში, ეწვიეთ პლქტფორმას  SHSlab http://www.observatoire-shs.org/unites-de-recherche