კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2019-10-31 18 სთ 30

ლიტერატურული შეხვედრა - ახალი თარგმანის პრეზენტაცია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
წარმოგიდგენთ 


ალბერ კამიუს "ამბოხებული ადამიანს"

ხუთშაბათს 31 ოქტომბერს 18სთ30-ზე

წიგნი გამოიცა საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

მთარგმნელი მარინა ბალავაძე, გამომცემლობა აგორა.

ნობელის პრემიის ლაურეატი, ალბერ კამიუ იყო ფრანგი ფილოსოფოსი, რომანისტი, დრამატურგი, ესეისტი და ნოველისტი.

მწერალი გაიზარდა ალჟირში, ფერმის მუშის, ლუსიენ კამიუს და ესპანური წარმოშობის დედის, კატრინ სენტის ოჯახში, რომელიც შინამოსამსახურედ მუშაობდა. 1932 წელს კამიუმ საშუალო განათლება დაასრულა და ფილოსოფიის შესწავლას შეუდგა. მალე კამიუმ ჟურნალისტის კარიერა დაიწყო, იგი აქვეყნებდა სტატიებს გაზეთისთვის ’’რესპუბლიკური ალჟირი’’, სადაც მის მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია და მისი სტატიები მკითხველების ყურადღების ცენტრში მოექცა. შემდეგ იგი გაემგზავრა პარიზში და მუშაობა დაიწყო გაზეთში ’’საღამოს პარიზი’’.

იმავე პერიოდში ალბერ კამიუ აქვეყნებს თავის რომანს ’’უცხო’’, რომელიც 1999 წელს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო წიგნის სიის სათავეში მოექცა. თეატრით გატაცებული კამიუ ადაპტაციას უკეთებს ფოლკნერის და დოსტოევსკის ნაწარმოებებს, თავადაც წერს პიესებს, რომელთაც შემდეგ დგამს.

ალბერ კამიუ შეიმუშავებს აბსურდის ეგზისტენციალურ ფილოსოფიას, რომელიც ცხოვრების უაზრობის შედეგია. ამ აბსურდულობის გაცნობიერება უნდა გვესმოდეს როგორც გამარჯვება ნიჰილიზმზე, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს, უკეთ იცხოვროს და იარსებოს.

1957 წელს ალბერ კამიუ ხდება ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. სამი წლის შემდეგ კი მწერალი ტრაგიკულად იღუპება საავტომობილო კატასტროფაში. იმ მანქანის საჭესთან კი, რომელიც ლურმარენიდან პარიზისკენ მიდიოდა, კამიუს გამომცემელი, მიშელ გალიმარი იჯდა.

1960 წელს კამიუს ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ნობელიანტი მწერლის დიდება და მისი შემოქმედების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდებოდა. ალბერ კამიუს ყველგან ეთაყვანებიან, ხოლო მისი რომანი ‘’უცხო’’ მსოფლიოს ყველაზე წაკითხვადი წიგნების სიაშია. მწერალი XXI საუკუნის ამბოხისა და წინააღმდეგობის ხატად გადაიქცა.

ალბერ კამიუს წიგნები თარგმნილია ქართულ ენაზე და გამოცემულია მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში და საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

1951 წერლს ალბერ კამიუმ დაასრულა ’’ამბოხებული ადამიანი’’, რომელიც მას საკუთარი შემოქმედების ქვაკუთხედად მიაჩნდა. წიგნში, მწერალი ამხელს მეოცე საუკუნის ტირანიებს და შენიღბულ დემოკრატიებს, რომელთა არსებობასაც საზოგადოება თანხმდება, და უფრო მეტიც, მხარსაც კი უჭერს.

ალბერ კამიუს ნაწარმოებები თარგმნილია ქართულ ენაზე და გამოცემულია მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების ფროგრამით და საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის დახმარებით.