კალენდარი

კონკურსი "პროფესია - კულტურა" 2019


2003 წლიდან, დაარსებიდან მოყოლებული, პროგრამა "პროფესია - კულტურა" მასპინძლობს კულტურის სფეროს უცხოელ პროფესიონალებს კულტურის სამინისტროს საჯარო დაწესებულებებში. ეს პროგრამა სამინისტროს უცხოელი პროფესიონალების მასპინძლობის გლობალური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.

1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანს სტრუქტურული თანამშრომლობის პროექტების ჩამოყალიბება და განვითარება და, ასევე, ურთიერთგაცვლების მდგრადი ქსელების შექმნის ხელშეწყობა წარმოადგენს. ის ფრანგულ სტრუქტურებს საშუალებას აძლევს განავითაროს ახალი თანამშრომლობა უცხოურ სტრუქტურებთან ან გააძლიეროს უკვე არსებული. ის ასევე ხელს უწყობს სამინისტროსა და მისი ოპერატორების საექსპერტო ავტორივეტის გაზრდასა და სამეცნიერო და ინსტიტუციონალური ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას.

აღნიშნული პროგრამის მიზანია, ერთიდან სამი თვის ვადით (უწყვეტად), საჯარო სამეცნიერო და ადმინისტრაციული სამსახურების სამუშაო ჯგუფებში (ცენტრალური ადმინისტრაცია, კულტურის საქმეების რეგიონალური სამმართველო, საჯარო დაწესებულებები და კულტურული ქსელები) უმასპინძლოს პარტნიორი უცხოური ინსტიტუციების პროფესიონალებს. სტაჟის განმავლობაში, უცხოელი პროფესიონალები მიიღებენ სტიპენდიას თვეში 1500 ევროს ოდენობით.

სტაჟის მიზანს არ წარმოადგენს წმინდა სახელოვნებო ან სამეცნიერო პროექტების განხორციელება.

სტაჟის დასრულების შემდეგ, პროექტებისა და თითოეული სტრუქტურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაცვლის ორგანიზება მასპინძელი ფრანგული სტრუქტურის თანამშრომლის მოკლევადიან მივლინებით სტუმრის მშობლიურ ქვეყანაში. აღნიშნული გაცვლის ფინანსურ ხარჯებს დაფარავს ფრანგული მხარე. საქმე ეხება საფრანგეთში დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელებას, რაც თანამშრომლობის პროექტის დასრულებას შეუწყობს ხელს.

2. პროგრამის მონაწილეები საფრანგეთიდან და უცხოეთიდან

 პროგრამის უცხოელი მონაწილეები

პროგრამა განკუთვნილია უცხოური კულტურული ინსტიტუციების გამოცდილი პროფესიონალებისთვის (კულტურული სტრუქტურების ადმინისტრატორები, სამსახურის უფროსები, კულტურული პროექტების კოორდინატორები, ადგილობრივი ორგანოების კულტურის სამსახურების უფროსები, კულტურის პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და მართვის სამსახურის უფროსები), რომელთაც სურთ განავითარონ კონკრეტული პროფესიული პროექტი მიმღებ დაწესებულებასთან ერთად საფრანგეთში, რაც ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

ხელოვანების (თუ ისინი წინა აბზაცში მოყვანილ ჩამონათვალში არ შედიან), სტუდენტების, მასწავლებლებისა და მკვლევარების კანდიდატურები არ განიხილება.

სტაჟის დასრულებისას, მონაწილეს მოეთხოვება ანგარიშის წარმოდგენა და, ასევე, მისი სამშობლოში დაბრუნებიდან ექვსი თვის შემდეგ, მისი გავლენის შეფასება საკუთარი სტრუქტურისა თუ ტერიტორიის საქმიანობაზე.

პრიორიტეტი ენიჭება ფრანკოფონ პროფესიონალებს, მაგრამ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არაფრანკოფონებსაც, მასპინძელი სტრუქტურის ანგლოფონი თანამშრომლების მიერ მათი მასპინძლობის სათანადო პირობების უძრუნველყოფის შესაძლებლობის ფარგლებში.


2019 წლის პროგრამაში მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი.

დოსიე ელექტრონული ფორმით უნდა გადაეგზავნოს ორელი ლაჩიმისა (aurelie.latchimy@culture.gouv.fr) და ბრიჟიტ ბუტოს (brigitte.butaux@culture.gouv.fr).



დამატებით ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კულტურისა და კომუნიკაციის სფეროს კოორდინატორს, ქალბატონ ოდრე მარგერიტას: audrey.margueritat@institutfrancais.ge