კალენდარი

მედიათეკა | 2023-01-17 18 სთ

კაფე მიულერში - წიგნის პრეზენტაცია

საქართველოსფრანგულიინსტიტუტისმედიათეკა
გიწვევთ შეხვედრაზე

ხათუნა მზარელუასთან,
ჟურნალისტი, პოეტი, თანამედროვე ცეკვის მკვლევარი
წარმოგიდგენთ თავის ნაშრომს

კაფე მიულერში, წერილები ცეკვაზე

სამშაბათს, 2023 წლის 17იანვარს 18სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.


ხათუნა მზარელუა დამოუკიდებელი ჟურნალისტი, თანამედროვე ცეკვის მკვლევარი და ფრანკოფონი პოეტია. როგორც ჟურნალისტი, ის თანამშრომლობს სხვადასხვა ჟურნალთან, მათ შორის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ჟურნალ - „არაბესკთან“.

 

ხათუნა მზარელუა ფრანგულ ენაზე დაწერილი ორი პოეტური კრებულის ავტორია. ესენია: „შეყვარებული ხეები“ (2017), რომელიც ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით გამოიცა და „ვარდების ბაღში დაწერილი“ (2020). ამ კრებულებისთვის, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მაღალი პატრონაჟის  ქვეშ მყოფმა საერთაშორისო ფრანგულმა ასოციაცია– „ფრანგულმა რენესანსმა“ ის დააჯილდოვა ფრანკოფონული ღირებულებების ოქროს მედლით.

 

2011 წლის 26 ოქტომბრიდან ხათუნა მზარელუას მიჰყავს საჯარო ლექციების ციკლი ცეკვაზე, ვიდეოჩვენებების თანხლებით. ეს ციკლი ეხება თანამედროვე ევროპელი ქორეოგრაფების ნამუშევრებსა და ფრანგული კლასიკური ბალეტების ახალ ვერსიებს.

 

2022 წლის დეკემბერში გამოვიდა მისი პირველი წიგნი ცეკვაზე – „კაფე მიულერში“. ეს წიგნი პატივს მიაგებს ისეთი ფრანგი ქორეოგრაფების შემოქმედებას, როგორებიც არიან: მორის ბეჟარი, როლან პეტი, ანჟელენ პრელჟოკაჟი, მაგი მარენი, რაშიდ ურამდანი, ბენჟამენ მილპიე, ბორის შარმაცი, ლორანს იადი და ნიკოლა კანტიონი.

აღსანიშნავია, რომ „კაფე მიულერში“ გამოყენებულია ცნობილი ფრანგი, შვეიცარიელი, ავსტრალიელი და ქართველი ფოტოგრაფების ფოტოები, რომელთა გამოყენების ერთჯერადი და ექსკლუზიური უფლება მათ უსასყიდლოდ გადასცეს ხათუნამზარელუას.

 

„კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე) გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მთავარი ხელშეწყობით.

ლორან პელიეს ფოტო - პინა ბაუშის „კაფე მიულერი“, 2014.

Tanztheater Wuppertal; პრემიერა შედგა 1978 წელს, ვუპერტალის ოპერის თეატრში.

 

მისამართი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ., ლადო გუდიაშვილის ქ.7.