კალენდარი

ისწავლეთ ფრანგული ენა ლაჟვარდოვან სანაპიროზე - კანის საერთაშორისო კამპუსში!


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი წარმოგიდგენთ საზაფხულო ენის კურსების ახალ პარტნიორს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან : კანის საერთაშორისო კამპუსს.  ისწავლეთ ფრანგული ენა ქალაქში, რომელიც მსოფლიოში განთქმულია ფილმების  ფესტივალითა და საერთაშორისო პროფესიული გამოფენებითა და სალონებით !

ფრანგული ინსტიტუტის დახმარებით ენის კურსებზე ჩაწერისას თქვენ ისარგებლებთ 10% -იანი ფასდაკლებით სწავლის საფასურსა და დაბინავებაში.   
 
კანის საერთაშორისო კამპუსი 1931 წელს, ფრანგმა პოეტმა პოლ ვალერიმ დაარსა, რომლის მიზანია შესთავაზოს უცხოელ სტუდენტებსა და პროფესიონალებს ხარისხიანი ენის კურსები და არაჩვეულებრივი გარემო.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:natia.mskhaladze@institutfrancais.ge