კალენდარი

გერონტი ქიქოძის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის 2020
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკასთან პარტნიორობით
გამოაცხადებს
ლაურეატს, რომელსაც გადაეცემა
გერონტი ქიქოძის პრემია 2020
საუკეთესო თარგმანისთვის ფრანგული ენიდან
კატეგორიაში რომანი
ხუთშაბათს, 19 მარტს 17სთ ფეისბუქზე
გერონტი ქიქოძის ლიტერატურული პრემია დააარსა გამომცემლობა აგორამ 2019 წელს, ფრანგული ენიდან საუკეთესოდ თარგმნილი რომანის დასაჯილდოებლად. ყოველ წელს იგი გადაეცემა მთარგმნელს, რომლის ნამუშევარიც იყო საუკეთესო წინა წელს გამოცემულ თარგმანებში. პრემია წარმოადგენს 1000 ლარს, რომელიც გადაეცემა მთარგმნელს.
პრემიის სიმბოლოს ავტორია თანამედროვე ხელოვანი გიგა იაკობაშვილი.
მოკლე სია, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის 10 მარტს:
- ლეილა სლიმანის "იავნანა", მთარგმნელი მაია ქაცანაშვილი, გამოიცა მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
- ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს "ალმა", მთარგმნელი თამარ ლომიძე, გამომცემლობა დიოგენე;
- ფრედ ვარგასის "აკრძალული ადგილი", მთარგმნელი ემა ობგაიძე, გამოიცა მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამით, გამომცემლობა აგორა.